Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიცანით დათო


მე ვარ დათო ქორიძე და ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს „თავისუფლების დილის“ ეთერში.

დიპლომით თეოლოგი ვარ, პროფესიით - ფოტოგრაფი. რადიოში ექვს წელზე მეტია ვმუშაობ.

სასულიერო სემინარიის დასრულებისთანვე სწავლა სასულიერო აკადემიაში გავაგრძელე. ჩაბარებიდან მეორე წელს აკადემიას „აკადემიურით“ დავემშვიდობე და დრო მთლიანად ფოტოგრაფიას და რადიოს დავუთმე.

ფოტოკამერა დაახლოებით იმ პერიოდში ავიღე ხელში, როცა პირველად მოვხვდი რადიოში, 2008-2009 წლებში.

ამ ხნის განმავლობაში ორი პერსონალური გამოფენა მქონდა და გავაკეთე რამდენიმე ფოტოპროექტი, რომლებიც სხვდასხვა მედიაგამოცემაში დაიბეჭდა.

ახლა რადიო თავისუფლების დილის გადაცემის წამყვანი ვარ და იმედი მაქვს, რომ მე და თქვენ ერთად ვიპოვით თავისუფლებას FM 107,4-ზე.

XS
SM
MD
LG