Accessibility links

logo-print

ალუბლების ყვავილობა, როგორც იაპონიასთან მეგობრობის სიმბოლო


ალუბლების ფესტივალი ვაშინგტონში ყოველწლიურად ტარდება. ის სათავეს 1935 წლიდან იღებს, თუმცა ალუბლის ნერგები 1912 წელს ვაშინგტონს ტოკიომ უსახსოვრა.

აყვავებულ ალუბლებს მილიონზე მეტი ადამიანი-ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები ნახულობს. ენ მაკლელანი, ავტორი წიგნისა "ალუბლების ყვავილობა: ეროვნული ფესტივალის ოფიციალური მკვლევარი" ამბობს, რომ ალუბლების ყვავილობა ვაშინგტონში, შთაგონების ნამდვილი წყაროა.

"ნებისმიერს შეუძლია ამ სანახაობით დატკბობა, და

უნდა გვახსოვდეს, რომ როგორი ცივი ზამთარიც არ უნდა გვქონდეს, ალუბლები მაინც აყვავდება.

ალუბლების ყვავილობა ამერიკასა და იაპონიას შორის მეგობრობის ერთგვარი სიმბოლოა.

1912 წელს ტოკიომ სამიათასამდე ალუბლის ნერგი, მეგობრობის ნიშნად, ვაშინგტონს გადასცა. შემდეგ ისინი აშშ-ის დედაქალაქში, ცენტრალური ტბის ირგვლივ დარგეს.

ენ მაკლელანი: "ეს ერთგვარი მადლიერების ნიშნად გაკეთდა, იმ როლისთვის, რომელიც შტატებმა პორტსმუთის შეთანხმებისთვის გასწია. შედეგად, რუსეთ-იაპონიის ომი დასრულდა."

თუმცა მას მერე, რაც მეორე მსოფლიო ომის დროსიაპონოამ ამერიკის საზღვაო ბაზაზე მიიტანა იერიში, ალუბლების გარკვეული რაოდენობა მოჭრეს.

ენ მაკლელანი იხსენებს, რომ ადგილობრივებმა მოხალისეთა ჯგუფები შექმნეს და აი რატომ: "ხალხი ტბის ტერიტორიას ღამით პატრულირებდა, რათა დამატებითი ხეების მოჭრა აეცილებინათ თავიდან. ისინი ამ ალუბლებს ომის დასრულებამდე, ალუბლის აღმოსავლურ ხეებს უწოდებდნენ და ნამდვილ საგანძურად აღიქვამდნენ."

ალუბლების ფესტივალი 1935 წლიდან იღებს სათავეს. როგორც ნაციონალური პარკების სამსახურის რეგიონული დირექორი ბობ ვოგელი ამბობს, წლების შემდეგ ამ ფესტივალმა კულტურის, მუსიკის, ხელოვნების ფესტივალის მნიშვნელობა შეიძინა. წელს ალუბლების ყვავილობა ვაშინგტონში 12 აპრილს დასრულდა.

XS
SM
MD
LG