Accessibility links

თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში". კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს, საქართველოსა და სხვა მონაწილე ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მსჯელობის მთავარი თემა რეგიონსა და მსოფლიოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესია. რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით?

მეზობელი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების დაპირისპირების მიუხედავად, რეგიონმა 2003-2013 წლებში დემოკრატიზაცია განიცადა, განაცხადა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზესტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორმა ლარი დაიმონდმა, რომელმაც მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ დემოკრატიზაციის გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა შემუშავდეს ისეთი სტრატეგიები, რომლებითაც რეგიონი წინ აღუდგება ზეწოლას, გადაუხვიოს დემოკრატიზაციის გზიდან:

„არსებობს შიდა და გარე გამოწვევები. გარე გამოწვევებიდან აღვნიშნავდი, რომ რუსეთი ცდილობს შელახოს განსაკუთრებით იმ მეზობლების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ვინც დამოუკიდებლობისა და დასავლური ორიენტაციის წარმოჩენას ცდილობს. ამას გარდა, თქვენმა ლიდერმა ძალიან გასაგებად ილაპარაკა ეკონომიკური გამოწვევების შესახებ იმ ფონზე, როცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა სანქციები და რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებლები შემცირდა. მე მგონი, ჩვენ ასევე დავინახეთ პანელურ დისკუსიებზე, თუ რა შიდა გამოწვევები არსებობს - როგორც პოლიტიკური, ასვე ეკონომიკური. პოლიტიკას რაც შეეხება, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ საჭიროა მეტი კონსენსუსი არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუ დემოკრატია გადარჩა, ეს ვერ იქნება თამაში, სადაც თუ დამარცხდი, შენ ყველაფერს კარგავ და ციხეში მიდიხარ, ხოლო თუ იმარჯვებ, მაშინ მთელი ძალაუფლება გეკუთვნის და იმას აკეთებ, რაც გინდა“.

ჩვენ გვინდა უფრო პროაქტიული დასავლური პოლიტიკა საქართველოში, უფრო აქტიური ჩართვა, არა მარტო საქართველოს, არამედ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში...

საქართველოში დემოკრატია ძლიერდება და საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს, რომ ხელისუფლების ცვლილებაზე გავლენას ახდენს მისი ხმა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მაგრამ, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, მათ შორის, ეფექტური მმართველობისადა ინსტიტუტების პატივისცემის დამკვიდრების გზაზე:

„ჩვენ გვინდა უფრო პროაქტიული დასავლური პოლიტიკა საქართველოში, უფრო აქტიური ჩართვა, არა მარტო საქართველოს, არამედ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“.

პარლამენტის თავმჯომარის დავით უსუფაშვილის სიტყვებით, დემოკრატიას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს. თუმცა, რეგიონალური გამოწვევების გათვალისწინებით, დავით უსუფაშვილმა ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს სთხოვა გააძლიერონ საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის მხარდაჭერა, ვინაიდან რუსეთის მიმართსწორად დაწესებული ეკონომიკური სანქციები რეგიონზეც ახდენს ნეგატიურ გავლენას:

„ჩვენ გვინდა სახელმწიფოს მშენებლობა და არა სახელისუფლებო სისტემის გამაგრება. ჩვენ გვინდა მეტი დრო დავხარჯოთ გადაწყვეტილებების მომზადებაში, რათა დავიზღვიოთ თავი იმ საშინელი შეცდომებისგან, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას“.

უფრო რთული მდგომარეობაა უმუშევრობის პრობლემის დაძლევის კუთხით, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ვიდრე ეს იყო წინა წლებში და, შესაბამისად, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ მთავრობამ აჩვენა, რომ ის არის არაკომპეტენტური...

საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წრამომადგენლებიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების თაობაზე გაამახვილეს ყურადღება და შერჩევითი სამართლის გამოყენებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ხელისუფლება. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და სხვაფაქტორები ნეგატიურ გავლენას ახდენსასევე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესზე:

„უფრო რთული მდგომარეობაა უმუშევრობის პრობლემის დაძლევის კუთხით, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ვიდრე ეს იყო წინა წლებში და, შესაბამისად, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ მთავრობამ აჩვენა, რომ ის არის არაკომპეტენტური, უნიათო მთავრობა, თავისი პრემიერ-მინისტრის მეთაურობით“.

დემოკრატიზაციის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად სამართალდამცავი უწყებებისა და, განსაკუთრებით, პროკურატურის პოლიტიზება მიაჩნია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიას:

რა უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა ჩვენთან დემოკრატიის განვითარებისთვის? ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, მარტივი არ იქნება...

„მე მგონია, რომ ახლა სწორედ კარგი დროა, რომ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა ძალებმა ერთად წავწიოთ ეს საკითხი წინ და ყველაზე პრობლემური მხარე ჩვენი დემოკრატიისთვის, სამართალდამცავი და, კონკრეტულად, პროკურატურის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში“.

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძის თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე სამეზობლოში, სადაც, ფაქტობრივად, ყველა რეჟიმი ავტორიტარულია და ეს არ უწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს. შიდა პროცესების გაანალიზებისას, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ქვეყნის სწრაფი და მდგრადი დემოკატიზაციისთვის დაბრკოლებას ქმნის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც:

„რა უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა ჩვენთან დემოკრატიის განვითარებისთვის? ამ კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, მარტივი არ იქნება. ალბათ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, პრესის თავისუფლების ხარჯზე, ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სასამართლოს ხარჯზე ჩვენმა დემოკრატიამ წაიწიოს წინ“.

თორნკე შარაშენიძის თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ჰქონდა დიდი ნახტომი დემოკრატიის თვალსაზრისით, თუმცა ეს ნახტომი ვერ შენარჩუნდა და ამის უმთავრესი მიზეზი ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის არარსებობაა და ის, რომ პოლიტიკური კულტურა არ მკვიდრდება, ამის მთავარი მიზეზი ხელისუფლებაში მყოფი მმართველი გუნდია.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) თანამშრომლობით, საერთაშორისო ფორუმი თბილისში მეორედ ტარდება. პირველი შეხვედრა, სახელწოდებით „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“, 2014 წლის სექტემბერში გაიმართა.

XS
SM
MD
LG