Accessibility links

logo-print

პრევენციის ეროვნული მექანიზმი ექვსმა წევრმა დატოვა


პაატა ბელთაძე, ნაზი ჯანეზაშვილი

პაატა ბელთაძე, ნაზი ჯანეზაშვილი

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“, ექვსი წევრის შემადგენლობით, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა ჯგუფი პროტესტის ნიშნად დატოვა - ამ ჯგუფს უფრო ადრე გამოეთიშნენ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და უფლებადამცველი ირაკლი ვაჭარაძე. პრევენციის ეროვნული მექანიზმი დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგს ითვალისწინებს. რა გახდა პროტესტის მიზეზი, რა კრიტერიუმებით განსაზღვრავს სახალხო დამცველი კონკრეტულ მონიტორინგში მონაწილე ექსპერტთა ჯგუფსდა რამდენად ეფექტურია მოქმედი სისტემა? - დღეს სადისკუსიო მაგიდასთან ამ თემებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა მოიწვია იურისტი ნაზი ჯანეზაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე.

XS
SM
MD
LG