Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებას


ევროკავშირის ელჩები, წინასწარი ინფორმაციით, მხარს დაუჭერენ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაგრძელებას. სანქციები მიმართულია იმ 146 პირისა და 37 ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც, ევროკავშირის შეფასებით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგო მოქმედებებისათვის. რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის ინფორმაციით, სანქციების მოქმედების ამჟამინდელი ვადის ამოწურვამდე, ანუ 15 სექტემბრამდე, სავარაუდოდ, დიდი დისკუსიების გარეშე მიიღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული პირებისა და კომპანიების საწინააღმდეგ სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივების შესახებ. ზომები მოქმედებს 2014 წლის მარტიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ. ამ ზომების გარდა, ევროკავშირს დაწესებული აქვს სანქციები რუსეთის ენერგეტიკული, სამხედრო და საფინანსო სექტორების წინააღმდეგ. მათი მოქმედების ვადა 2017 წლის 31 აგვისტოს ამოიწურება. ჩვენი კორესპონდენტი ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ სანქციებზე ოქტომბრის სამიტის დროს იმსჯელებენ ევროკავშირის ლიდერები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG