სამი ადამიანი დაიღუპა ქაბულში მოწყობილი თავდასხმების შედეგად
სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვიმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილი თავდასხმების შედეგად. ავღანელი სამართალდამცველების თქმით, პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რასაც მოჰყვა ურთიერთსროლა უსაფრთხოების ძალებსა და დაუდგენელი რაოდენობის თავდამსხმელებს შორის. მეორე აფეთქება მიმართული იყო დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთი შენობის წინააღმდეგ. ორივე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა 35-ზე მეტი ადამიანი. მომხდარზე პაასუხისმგებლობა იკისირეს თალიბებმა.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით
-
აპრილი 29, 2024
"მარში ევროპისკენ" - პროტესტი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია