Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები ხადიჯა ისმაილოვას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ ბაქოს


ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა

ევროპარლამენტარებმა სტრასბურგშია დღეს მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან გამომძიებელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე აქტივისტი, უფლებათადამცველი და ადვოკატი. ბაქოს სასამართლომ 1 სექტემბერს ხადიჯა ისმაილოვა დამნაშავედ ცნო ცილისწამებაში, გადასახადებისთვის თავის არიდებაში, არალეგალურ ბიზნესსაქმიანობაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 7 ½ წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას და ევროკავშირის ქვეყნებს, რათა მკაცრი პასუხი გასცეს აზერბაიჯანში მიმდინარე რეპრესიებს და იმსჯელოს წერტილოვან სანქციებსა და ვიზების აკრძალვაზე იმ პოლიტიკოსების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსამართლეების მიმართ, რომლებიც რეჟიმის ოპონენტთა პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG