Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორაზროვნება სალხინეთში


ავტორი: ანა ჯაფარიძე

ყველას სკოლიდან ახსოვს დარვინის თეორია, რომ ჩვენ ადამიანები მაიმუნებისგან წაროვიშვით ევოლუცის შედეგით. მაგარამ რელიგია სხავს გვეუბნება, რომ იქმნა ნათელი, ცა, მიწა, ხეები, ოკეანები, ცხოველები და ა.შ. ბოლოს კი ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად. პირველად ადამი ანუ კაცი, შემდგომ ქალი.. მაგარამ მოვიდა დრო და ისინი გამოაძევა სამოთხიდან. მოხდა პირველ გზის უარყოფა ღვთის, მას შემდეგ ხელზე ჩამოსათვლელად არ გვეყოფა კიდევ რამდნჯერ უარყო ადამიანმა ღმერთი. დღემდე ჭიდილი მიდი მეცნიერებასა და რელიგიას შორის. ახალმა ტექნოლოგიებმა ბევრი საფუძველი მოგვცა ღვთის შიშისა. მეცნიერებაში ისეთი ბევრი რამ ხდება რაც რელიგია უარყობს. აქ ჩნდება კითხვა.. რატომ მოგვცა მაშინ ღმერთმა ამ დონეზე ყველაფრის კეთების უფლება, თუ ის ეწინაღმდეგება?
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი რამ გადავიტანეთ: ომი, რევოლუცია, დემოკრატიული მისწარაფებები და სხვა. შევქმენით ოც წლიანი დემოკრატიული საფუძვლები. ვისწრაფით ევროპისკენ, მივიღეთ “შალახოს” ფონზე პარაფირება, ნატო ჩვენი მეგობარია და უამრავი ასეთი პერეფრაზირება. ოცწლიანი დემოკრატია ჩამოყალიბდა უამრავი კატაკლიზმების ხარჯზე. მოხდა სამი ხელისუფლების შეცვლა. ცხადია ვისმენდით ლიდერების გამოსვლებს, თვითოეული საზოგადოების აზრზე ახდენდა ზეგავლენას, სადაც მიგვიშერდნენ იქით გავიხედავდით. როგორც პოსტსაბჭოთა შვილები, სტალინის, ბერიის შთამომავლები მონური ფსიქოლოგით გზას მივყებოდით. თუმცა მათავარი მიზანი დემოკრატიასთან სწრაფვა და მისი ღირებულებები დაცვა იყო.
დღეს უნდა დავფიქრდეთ მივაღწიეთ მიზანს, თუ გზაში ვართ? ვფიქრობ გზის გასაყარზეც არ ვართ. წლებმა ბევრი მოგვიტანა, კარგიც და ცუდიც. როგორც იქნა ჩავატარეთ მშვიდობიანი არჩევნები. გავხდით საპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა ლიდერობა და ბელადობა ვერ მოვიშორეთ, სწორედ მათკენ სწრაფვა და კულტის შექმა ვერ ჩაქრა ჩვენს ცობიერებაში. საზოგადოების ნაწილი მისტირის სტალინს (აღდდგენა არ აღდგენა ძეგლისა, აი რა არის საკითხავი). გვყანან გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის ფანები (მარგველაშვილის-ბიძინაშვილის ფანებიც მოიძებნება). ფანატიზმი ჩვენი ცხოვრების კრედო მგონია, თავის დახრა ყველას მიმართ ვინც ხელს დაგვიქნევს. ყველაზე დიდი თავის ქნევა ჩვენი რუსეთთან დამოკიდებულება. თან გვინდა, თან ოკუპანტია, თან მტერია.. მოკლედ ვერ გაგვირჩევია. ორი კურდღლის მადევერებს ვგავართ. ჯერ ერთიც არ დაგვიჭერია.
ხშირად ვფიქრობ რუსეთისგან დიდათ არ განვსხავდებით, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. თუნდაც რელიგური მრწამსი. საპატრიარქოს ნეიტრალური პოზიციაც ამაზე მეტყველებს. გამოქვეუყნებული მსაგავი და იდენტური ეპიტოპელეები, მიღებული კანონები და აკრძალვები. დიდათ არ განვსხავდებით მეზობელი ქვეყნისგან. ბოლო დროს საპატრიარქოს არაადეკვატური განცხადებები კი ამის დასტურია. ვამბობთ ერთს, ვაკეთებთ მეორეს. ჩნდება კითხვა.. რატომ გვავიწყდება ბევრი რამ რაც გავაკეთეთ მერე ხელახლა გვიწევს გამეორება? გამოვალთ ვიტყვით რაღაცას, მერე გვიწევს კიდევ გამოსვლა რომ განვმარტოდ ჩვენი ნათქვამი? (ეს ეხება ჩვენ ხელისუფელბას, ნებისმიერ ლიდერს, არა აქვს მიშვნელობა “ნაცები” არიან, “ქოცები” თუ რელიგის მიმდევრები). ხანდახან ვფიქრობ საპარლამენტო კი არა საპატრიარქო ხელისუფელბა გყვავს. თავისი დადგმული პიესებით. ხშირად წრეში ჩახაზულ ფიგურებს მაგონებს, რომლებიც ერთმანეთს გადახაზვენ. უკავშირდებიან ჯაჭვით, გვიქდაგებენ, და ხალხის აზრს მეორე ხარისხოვნად თვლიან.
ტოლერანტობა, ლიბერალობა, მსგავსი სიტყვების სინონიმები ჩვენში ანტონიმებად მოიაზრება. საზოგადოების აზროვნებაც ბევრ გამოკლევებში არაერთგვაროვანია. გვინდა ევროპელობა, მაგარამ გამოვდივართ ევროპული ღირებულებების წინაღმდეგ, გვინდა სიძულვილის და ძალადობის დაძლევა, მაგარამ ხშირად ჩვენ თავად ვართ ამის საფუძველი. გვინდა ტრადიციებთან ერთად ევროპული წესების შედუღება, მაგარამ გვიჭირს განხორციელება. როგორც ევროაზიულ სახელმწიფოს ვცდილობთ ორივე კულტურის შეთავდებას საკუთარი ტრადიციების ხარჯზე. მაგრამ მიჩნდება კითხვა ვიცნობთ ევროპას ისე კარგად როგორიც არის? ვიცით რომ ბევრი რამ ჯერ კიდე საუკუნების წინ დასავლეთმა აზიიდან აითვისა? ახლა არ მოვყვბი ჩამოთვალს მხოლოდ მარტივი რამ ვახსენებ ყველასათვის გასაგები რომ იყოს; ჰიგიენა.. ამ სიტყვას დღევანდელ საქართველოში ჯილდოს მივცემდი, ყველამ უნდა გავიაზროთ ჩვენი ანტისანიტარიის როლი.
ამ დღებში განვითარებულმა მოველენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს რელიგიას ჩვენს ქვეყანაში.ყველაზე რელიგიური ერი ვყოფილვართ ამიერკავკასიაში. ჩვენ რელიგიური უმცირესობების მიმართ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. ამასთანაც კი პრობლემა გვაქვს. პატივისცემა ყველას მიმათ! ნებისმიერ ქართველი მოქალაქის რწმენა უნდა გავითვალისწინოთ არ უნდა ვლანძღოთ, არ შევუშალოთ ლოცვაში ხელი. ვილოცოთ სადაც გვინდა და როგორც გვინდა. მას ასე სწამს მიდის მამა გაბრიელის საფლავზე და ტაქსის აბრას დევს, სიზმრის სჯერა, ხილვების მივცეთ გზა…მათ აზროვნებას. ისიც გავიგია რომ სიზმრებს არ დაუჯეროთ, მხოლოდ ცნობიერებაში დღის ჩაყოლილი ამბებია ძილშიო-თავად რელიგის მიმდევრები ამბობენ ამას ხშირად. მაგრამ ამ მომეტშიც ბეკეტის აბსურდის თეატრში ავღმოჩნდით. კიდევ “გოდოს მოლოდინში” ვართ.
ტელევიზით გაშუქებული სიუჟეტებით თუ ვიმსჯელებთ საზოგადოების აზროვნების დონე ასე განისაზღვრება; პრიტივიზმი.. მასას ვერ მოვთხოვთ რაღაც კლიშეებს. მაგარამ შენ ხომ სადავები ხელთ გაქვს ისაუბრე სიმართლე, მოამზადე ისეთი გადაცემები ხალხის ცნობიერება ამაღლო და არა დეგრადაცის გზაზე დაყენო. ქართულ ტელევიზიების ტოკშოუს ფენომენმა საერთოდ ტირილის გზაზე დაგვაყენა. მარტო საზ. მაუწყებლის აურჩევლობამს კიდევ ერთხელ დაგვანახა გადაუწყვეტლობის არსი. მაინც რაც არ უნდა დაწერო უმცირესობასში ხარ. მათ ხელშია ყველაფერი ამიტომ ქმნიან სატელევიზიო მუზიკლებსაც, “აბანძებენ” ლეგენდარულ ჯგუფებსაც, გვალურჯებენ უმცირესობასაც.
ეს წელი კითხვის წლად გამოცხადდა. მინდა გისურვოთ ბვერი წაიკითხოთ, ჩემ თავასაც ვუსურვებ. დავხვეწოთ ჩვენი იდეები, თუ კითხვა გვეზარება კარგი ფილმი ვნახოთ. გადაგვევლოს თვალი რა გაგვიკეთებია და რის გაკეთებას ვაპირებთ? შევიტანოთ წვლილი ჯანსაღ აზროვნებაში. ნაკლებად მივდიოთ ფანატიზმს და კერპად არავინ გავიხადოთ. გავმხიარულდეთ, ბევრი ბავშვი ვშვათ ქალებო!
P. S ლანა ღოღობერიძეს ფილმის ნახა არ დაგავიწყდეთ “აურზაური სალხინეთში”.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG