Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყვითელი, ანუ ავტობუსი


ავტორი: ბადრი ცხომარია

14 და 21 ... ეს ის ავტობუსის ნომრებია, რომლებიც ჩემი სახლიდან უნივერსიტეტში მიდიან.ძირითადად უკანა კარებიდან ავდივარ და იქ სადაც ორადგილიანი სკამების რიგია ფანჯარასთან ვჯდები. წინ ზუსტად 50 წუთი მაქვს, ფიქრის 50 წუთი. იმას კითხვა არც უნდა, რომ ავტობუსი პირამდე გაჭედილია, კონტროლიორი კი ბარათების გადმოწოდებას ითხოვს.. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ ტრანსპორთს სხვა მხრიდანაც შევხედოთ.

ავტობუსი მეტია ვიდრე უბრალო ტრანსპორტი, გეტყვით რატომ ვფიქრობ ასე. ავტობუსში ძირითადად ხანშიშესული და ახალგაზრდა თაობები იყრის თავს. შუა ასაკის ხალხი აქ იშვიათადაა (ისინი ძირითადად საკუთარი ავტომობილებით მოძრაობენ) და აქ ამ ორ თაობას შორის მიდის კულტურული ინფორმაციის გაცვლა. მგზავრობისას მოხუცებულებს ესმით ახალგაზრდების საუბარი , მათი მსჯელობა, განსხვავებული მოსაზრებები. აკვირდებიან მათ ჩაცმუოლობას, ქცევებს და ზოგადად წარმოდგენა ექმნებათ მომავალ თაობაზე. ახალგაზრდები კი ხედავენ თავისზე ორი თაობის უფროს ადამიანბს აკვირდებიან , მათგან ბევრ რამეს სწავლობენ და ეძლევათ იმის გააზრების საშუალება თუ როგორი იყო ბებია-ბაბუების თაობა, როგორია მათი მშობლების თაობა და როგორი იქნება თავიანთი. მართლაც გასაოცარი ტრანსპორტია , ამენი ხანია მგზავრობ და ყოველ დღე რაღაც ახალი, რაღაც განსხვავებული ხდება, რომელიც ხანდახან სიცილის მომგვრელია ზოგჯერ კი...

მაგრამ არ დაგავიწყდეთ , რომ აგრეთვე ამ თაობებს შორის მუდმივი კონფლიქტია თითქმის ყველა საკითხზე : მუსიკალურ გემოვნებაზე, ეთიკურობაზე... და ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ორი მხარე ერთმანეთს სწორედ აქ, ავტობუსში ხვდება.

ჩემ წინ ორი ხანშიშესული ბაბუა ზის ორივე თეთრი ულვაშებით, ერთს ჰალსტუხიც უკეთია. ეტყობა ერთმანეთი ახალი გაცნობილი ყავთ, მაქსიმუმ ორი- სამი გაჩერება. მათი საუბარი რათქმაუნდა პოლიტიკით დაიწო: მოხუცებმა გულისტკივილი გამოთქვეს ახალ პრემიერ-მინისტრზე მის ასაკს ხაზი გაუსვეს და აღნიშნეს , რომ გული წყდებოდათ ასეთ ახალგაზრდა გამოუცდელი პოლიტიკოსს რომ აბარებენ ქვეყანას. შემდეგი თემა კომპიუტერი იყო, მას ყმაწვილების ჩამოჩაჩული შარვლები მოყვა.

მათი გულისტკივილი და საერთოდ ამ თაობებს შორის გაუცხოება სრულიად ბუნებრივი მომენტია. რადგან ახალგაზრედები ძალიან ადვილად ითვისებენ ყოველგვარ ახალ აზრს და სწავლას, მოხუცებულობაში კი კაცი ახალგაზრდობის დროს შეთვისებულ რწმენით და სწავლით ცხოვრობს. ამას როდესაც ვამბობ ყოვეთვის მახსენდება, რომ წითელი ჩოხა მხოლოდ წინა საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა ქართულ ხალხურ ცეკვაში, ამ მოვლენას კი უფროსი თაობის მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოყვა, მაგრამ ახლა წითელი ჩოხის გარეშე წაროუდგენელიცაა ქართული ფოლკი.

ბაბუების ლაპარაკის მოსმენით ვიყავი გართული , როდესაც სპორტის სასახლესთან, გაჩერებაზე სამი ხანშიშესული ქალბატონი ამოვიდა, რამექნა? ადგილი დავუთმე...ერთი ქალბატონი ფეხზე დარჩა თავისი ჩანთა იქვე მჯდომს დააკავა და მზერა ერთ ბიჭს მიაპყრო, რომელიც მის წინ იჯდა... და როცა მიხვდა რომ ყმაწვილი ადგილის დათმობას არა პირებდა ჯერ ახალგაზრდებზე დაიწყო საუბარი, რომ ისინი უწიგნურები და უყურადღებოები არიან და რომ მის დროს სულ სხვანაირი თაობა იყო. შემდეგ იქვე მჯომს რაღაც გადაუჩურჩულა თან აგრესიულად იმ ყმაწვილს გახედა. მთელი ავტობუსი ამ ქალის მინი სპექტაკლს უყურებდა თუ როგორ ილანღებოდა .მე კი მიკვირდა, რომ ის ბიჭი თითქოს არც არაფერიო ამ ქალს ყურადღებასაც არ აქცევდა. ალბათ ავტობუსში თითოეულმა მგზავრმა ერთხელ მაინც განიკითხა ახალგაზრდა ყმაწვილი, მისი საქციელი... შემდეგ კი რაც მოხდა ყველანაირ მოლოდინ სგადააჭარბა. ოპერის გაჩერებასთან ბიჭი ფანჯარის სახელურს დაეყრდნო თავს ძალა დაატანა , ძლივს წამოდგა, სავარზლის უკან მიყუდებული ხელჯოხი მოიმარჯვა , თავის ხელოვნური ფეხით ნაბიჯი გადადგა და კოჭლობით ავტობუსიდან ჩავიდა. მთელი ავტობუსი დუმდა... ის ქალი კი ბილომდე იმ ადგილას იდგა, არ დამჯდარა...

სიმბოლური რომ ჩემი 50 წუთიანი მგზავრობა, ლექციის ხანგრძლივობას ემთხვევა. მართლაც რამდენი რამის სწავლა შეიძლება ყოველდრიურად თუნდაც ავტობუსში. ამიტომ არის ავტობუსი ყველაზე განსხვავებული... ყველაზე გასხვავებული და მეტი ვიდრე ჩოვლებრივი ტრანსპორტი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG