Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესმე გავიხარებთ საკუთარ ქვეყანაში?


ავტორი: დარი ნემსვერიძე

მივმართავ მთავრობის მესვეურებს: -ძლიერნო ამა ქვეყნისანო, იქნებ ხალხისთვის სასარგებლო რამეებითაც მივბაძოთ სხვა ქვეყნებს, რათა წინა ხელისუფლების მსგავსად თქვენი მოღვაწეობა მარტო თქვენი ოჯახების და ახლობლებისთვის არ იყოს სასარგებლო...
მაგალითად, აი რას ყვება გოგონა, რომელიც ბელორუსიიდან საქართველოში გათხოვდა :
,,ჩვენს ქვეყანაში ხალხი ბინის რიგში დგას და 35 წლის ასაკისთვის თითქმის ყველას თავისი ბინა აქვს... უფასო სამედიცინო მომსახურებაა, უმუშევრობა ნაკლებადაა. ჩვენთან სამსახურის შოვნაც გაცილებით იოლია. კოლეჯი მაქვს დამთავრებული, უმაღლესი განათლება არ მიმიღია, მაგრამ ბანკში ვმუშაობდი. ჩვენი პრეზიდენტი ვერტმფრენით შემოიფრენს, მინდვრებს დაათვალიერებს და თუ სადმე დაუმუშავებელ მიწას ნახავს, პატრონს აჯარიმებს. სოფლის მეურნეობა ძალიან კარგადაა განვითარებული. ძალიან გამიკვირდა, საქართველოში ამდენი აუთვისებელი მიწა რომ ვნახე... ბელორუსიაში ახალგაზრდა წყვილი სოფლად ცხოვრებას თუ გადაწყვეტს, მას ყველანაირ პირობას უქმნიან. აძლევენ კეთილმოწყობილ სახლს, სამსახურს, თუ სურვილი აქვს - ტრაქტორს."
,,მამა რომ აპირებდა ჩამოსვლას, ვთხოვე, იქიდან ბელორუსიული ძეხვი, შავი პური და სხვადასხვა ნუგბარი წამოეღო, - რაც ძალიან მენატრებოდა. შეშინდა - მშიერი ხარ? მანდ საკვები არ იშოვებაო? - დავამშვიდე, რომ ყველაფერი იშოვება, მაგრამ მშობლიური მენატრება-მეთქი. შავი პური აქაც არის, მაგრამ იქაურს სულ სხვა სუნი და გემო აქვს."
ჩემო კარგო...იქაურ ძეხვს იმიტომ აქვს სხვანაირი გემო, რომ შემოტანილი, გაყინული ხორცით არ მზადდება და შავი პური კიდევ ნატურალურია და არა საღებავებით გაჯერებული...

ამიტომ არის, რომ იმატა ქართველი მამაკაცების უცხოელ ქალებზე დაქორწინების ფაქტებმა. მამაკაცები ასეთ გამოსავალს პოულობენ, წავლენ და უკეთეს პირობებში გაზრდიან შვილებს... მარტო მე რაც ვიცი 4-მა ქართველმა ბიჭმა გაიცნო ინტერნეტით უკრაინელი გოგო, რომლებიც თვითონ ჩამოვიდნენ აქეთ ბიჭებთან და იქორწინეს... ღმერთმა აბედნიეროთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღო ამან მასიური ხასიათი???
ჩემი აზრით, რაზეც უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს საპატრიარქოს და საერთოდ ყველას მხრიდან, ეს არის ახალგაზრდა ოჯახების დახმარება-დასაქმება, რათა შემცირდეს აბორტები. დარწმუნებული ვარ, დედაზე მეტად არავინ არ განიცდის შვილის მოშორებას... ბევრი ცოდვის ჩადენისკენ ადამიანს გარემოება უბიძგებს. ყველაზე მეტად დათრგუნულ მდგომარეობაში 30-დან საპენსიო ასაკამდე ადამიანები არიან საქართველოში, რადგან სამსახურებში ასაკობრივი შეზღუდვაა და ამათ არც პენსია აქვთ თავი რომ ირჩინონ, ამის გამო მასობრივი დეპრესიაა... ყველამ არ იცის ინგლისური, ყველას არააქვს საშუალება საზღვარგარეთ წავიდეს, თუნდაც უცხოელების მონად... ძალიან ბევრი სწორედ იმის გამო ვერ ქმნის ოჯახს, რომ ერთი შვილის რჩენის პირობებიც არ აქვს... ეს პრობლემა უნდა იყოს წამოწეული წინა პლანზე თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს...და ამ ყველაფერს ემატება მომავლის შიში, რასაც საფუძველი ნამდვილად აქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას რა წარსულიც გამოიარა ამ თაობამ...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG