ცხოვრება "თავისუფლებაზე"
საქართველო უკვე 2 წელია, რაც აღარ ლიდერობს იმ ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე მეტი პატიმარია. ციხეების განტვირთვა, ფართომასშტაბიანი ამნისტია კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება. მთავრობამ ამნისტიასთან ერთად, მაშინ ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზეც აიღო პასუხისმგებლობა. ამისთვის საგანგებოდ შეიქმნა დანაშაულის პრევენციის ცენტრი. რა შედეგები აქვს დღეს ამ ცენტრს, რამდენ ყოფილ პატიმარს დაეხმარა, რა სირთულეებს აწყდებიან ყოფილი პატიმრები, როცა ცხოვრებას "გისოსებს" მიღმა იწყებენ - ამ თემაზე მზია ფარესიშვილთან დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე და ყოფილი მსჯავრდებული, ახლა კი საჯარო მოხელე, თინა ქაცანაშვილი საუბრობენ.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით