Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1+1+1=3


მანუჩარ ცხადაიასა (მარჯვნივ) და ფრანკ შტებლერის "ბრინჯაოს" ორთაბრძოლა
მანუჩარ ცხადაიასა (მარჯვნივ) და ფრანკ შტებლერის "ბრინჯაოს" ორთაბრძოლა
ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ-მდე წონითი კატეგორია). მესამე ადგილისთვის შერკინებაში 27 წლის ხობელმა ფალავანმა დამაჯერებლად სძლია გერმანელ ფრანკ შტებლერს და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მესამე მედალი შესძინა. ცხადიას გარდა ლონდონის ოლიმპიადის მედალოსნები არიან ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი („ოქრო“ 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი („ვერცხლი“ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში).

ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სპორტული დელეგაციის 35 წევრიდან უკვე იასპარეზა 25-მა. 8 და 9 აგვისტოს საქართველოს სპორტსმენები ოლიმპიურ სარბიელზე არ გამოვლენ. 10, 11 და 12 აგვისტოს ბრძოლაში ჩაებმებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები (სულ 7 სპორტსმენი), 11 აგვისტოს კი 50 კილომეტრზე სპორტულ მოსიარულეთა შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს მაჩეი როსიევიჩი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG