Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICOMOS საქართველოს პროტესტი ისტორიული უბნისა და „ათეშგას“ დასაცავად


ათეშგა
ათეშგა

თბილისის ისტორიულ უბანში დაგეგმილმა არქიტექტურულმა ცვლილებებმა ICOMOS საქართველოს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის პროტესტი გამოიწვია, რადგან, თუ თბილისის არქიტექტურის სამსახურის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მიერ დამტკიცებული ესკიზის მიხედვით გომის ქუჩაზე ნაგებობას გადააკეთებენ, ეს ისტორიული უბნის იერსახეს შეცვლის. ამ აქტივობამ ICOMOS საქართველოს უბიძგა ძველ უბანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, „ათეშგას“ ტაძრის, მნიშვნელობაზეც ესაუბრა. მრავალსაუკუნოვანი ზოროასტრული ტაძარი ქალაქის საკუთრებაშია, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში გვეუბნებიან, მასზე პასუხისმგებლობას არც ერთი უწყება არ იღებს - „ათეშგას“ დაცვასა და დასუფთავებას მხოლოდ მეზობლად მცხოვრები მოსახლე უზრუნველყოფს.

ICOMOS საქართველოს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, რომელთა შესახებაც „თავისუფლების დილის“ ჩართვაში ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნატო ცინცაბაძემ ილაპარაკა.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG