Accessibility links

3 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ ჩოფიკაშვილი, ადვოკატი, ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრი. მან ილაპარაკა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროცესზე. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი - მათ შორის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - პარლამენტისგან ითხოვს, რომ მან საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოს დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელება. არასამთავრობო ორგანიზაციებს აშფოთებთ ის, რომ კანონპროექტის არსებული ვარიანტის მიხედვით, ადვოკატს არ მიენიჭა უფლება, გამოითხოვოს ინფორმაცია კერძო და საჯარო დაწესებულებიდან, ხოლო სასამართლოში ჩხრეკისა და ამოღების შესახებ შუამდგომლობის მიმართვის უფლება 2014 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG