Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამარ ავალიანი


16 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი. მან ილაპარაკა ევროსაბჭოს "წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის კომიტეტის" (CPT) ანგარიშზე, რომელიც ეხება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და წინასწარი დაკავების ზოგიერთ დაწესებულებაში, აგრეთვე რამდენიმე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას.

ანგარიშის ავტორები აღწერენ ფაქტებსა და ვითარებას, რისი მოწმეებიც გახდნენ 2014 წლის 1-11 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის დროს. ანგრიშში არის რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის. CPT-ს ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის პასუხიც. თამარ ავალიანმა, როგორც ანგარიშზე, ისე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება სამართალდამცავების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების საკითხზე. CPT-ს ანგარიშში ამ საკითხისადმი მიძღვნილი თავის სათაურია - "დაუსჯელობა".

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG