Accessibility links

logo-print

3 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი. მან ილაპარაკა კონსტიტუციური ცვლილებების იდეებზე, რომლებზეც მმართველი ძალის წარმომადგენლები ლაპარაკობენ.

გიორგი მუმლაძემ განმარტა ხელისუფლების გადანაწილებისა და დაბალანსების საკითხი კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციაში. ხელისუფლება ერთი მხრივ ლაპარაკობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საჭიროებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად, მეორე მხრივ კი არაერთი განცხადება გაკეთდა საპარლამენტო მმართველობის სასარგებლოდ. საყურადღებო ის არის, რომ კონსტიტუციის შეცვლა ერთი მხრივ პარტიულ თუ სუბიექტურ ინტერესებს უნდა სცდებოდეს, მეორე მხრივ კი ჯერჯერობით ცვლილების ვერც ერთი იდეა ვერ განიხილება პოლიტიკური კონტექსტის მიღმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG