Accessibility links

logo-print

5 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ჯონდი ბაღათურია, "ჯონდი ბაღათურია - ქართული დასის" (N4) თავმჯდომარე. მან მსმენელს გააცნო თავისი პარტიის პოზიციები ქვეყნის ცხოვრების ძირითად სფეროებზე. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხად რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენას ასახელებს, ამასთან, აცხადებს - "ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ნატოს კარი უნდა გამოვიჯახუნოთ, უნდა გავებუტოთ ამერიკელებს, ევროპელებს. არა, ჩვენ გვჭირდება მათთან სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის მოდერნიზაცია". რუსეთის მიერ საქართველო ოკუპაციაზე ჯონდი ბაღათურია ამბობს: "მთავარი არის ის, რა ბრალდებასაც ჩვენ გვიყენებენ - რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს 20% ტერიტორია და რატომ ელაპარაკებით რუსებს? მეც ვადასტურებ ნამდვილად - რუსული სამხედრო შენაერთები უკანონოდ და უსამართლოდ დგანან ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ სწორედ ეს კიდევ უფრო დამატებითი მოტივაციაა, რომ რუსებს უნდა ველაპარაკოთ". ჯონდი ბაღათურიამ ილაპარაკა მის ბოლოდროინდელ ვიზიტზე მოსკოვში და რუსეთის საგანმანათლებლო პროგრამებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვაზე - "ქართველები ვბრუნდებით რუსეთში", აცხადებს ის. "ქართული დასის" ლიდერმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა საპენსიო რეფორმის შესახებ. საუბრის დასასრულს ჯონდი ბაღათურია შეეხო გარემოს დაცვის საკითხს და ილაპარაკა საწვავის ხარისხის გაუმჯობესების საჭიროებაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG