როჰანი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს
ზომიერმა შიიტმა სასულიერო პირმა ჰასან როჰანიმ ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება გააკეთა შაბათს საღამოს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსტაფა მოჰამად ნაჯარმა სახელმწიფო ტელევიზიით: „ირანის ხმის უფლების მქონე 50-მილიონიანი მოსახლეობის 72-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ბატონმა ჰასან როჰანი 18,6 მილიონი ამომრჩევლიდან უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა და ამით მან ირანის მე-11 საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის პოსტი მოიპოვა.“ ირანში პარასკევს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში 18,6-მა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. როჰანიმ ხმათა 50,68 პროცენტი მოიპოვა, რითაც დიდი უპირატესობით გაუსწრო ყველა კანდიდატს და თავიდან აიცილა არჩევნების მეორე ტურის ჩატარება. თეირანის მერ მოჰამად ბაქარ ყალიბაფს ხმათა 16 პროცენტი ხვდა წილად (რეიტერის ვიდეო).
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები