Accessibility links

logo-print

ირანის არჩევნებში რეფორმატორები ლიდერობენ


საარჩევნო უბანი თეირანში

საარჩევნო უბანი თეირანში

ირანში მიმდინარეობს პარასკევს ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება. ირანელები ირჩევენ პარლამენტს და ექსპერტთა საბჭოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის უზენაესი ლიდერის დანიშვნისთვის. როგორც იტყობინებიან, კენჭისყრაში ამომრჩეველთა დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მთავარი დაპირისპირებული მხარეები არიან ზომიერი კურსის პრეზიდენტ ჰასან როჰანის მხარდამჭერები და მკაცრი კურსის მომხრეები, რომელთაც სათავეში უდგას ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. ანალიტიკოსების აზრით, არჩევნები შესაძლოა ირანის ისტორიაში შემოტრიალების წერტილად იქცეს, თუკი ზომიერი ფრთა და რეფორმატორები პოზიციებს გაიმყარებენ. წინასწარი მონაცემებით, ექსპერტთა საბჭოს არჩევნებში თეირანში ლიდერობენ პრეზიდენტი როჰანი და მისი პრაგმატიკოსი მოკავშირე, ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაფსანჯანი პირველ ადგილზეა, როჰანი კი - მეორეზე. ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა. ხოლო საპარლამენტო არჩევნებში, ნახევრად სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები „ფარსისა“ და „მერ ნიუსის“ ცნობით, მთელ რიგ ქალაქებში ლიდერობენ რეფორმატორები და მათთან დაკავშირებული დამოუკიდებელი კანდიდატები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG