Accessibility links

თეირანმა გაათავისუფლა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ათი მოსამსახურე


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეღვაურები, რომლებიც ირანმა დააკავა. ფოტო გამოქვეყნებულია ირანის რევოლუციური გვარდიის ვებსაიტზე. 2016 წლის 13 იანვარი.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეღვაურები, რომლებიც ირანმა დააკავა. ფოტო გამოქვეყნებულია ირანის რევოლუციური გვარდიის ვებსაიტზე. 2016 წლის 13 იანვარი.

ირანის რევოლუციის გუშაგთა საბჭოს განცხადებით, მან გაათავისუფლა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ათი მოსამსახურე, რომლებიც წუხელ დააკავეს. თეირანის მტკიცებით, ორი გემი და მათი ეკიპაჟის წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი უკანონოდ შევიდნენ ირანის ტერიტორიულ წყლებში. როგორც გუშინვე განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, პიტერ კუკმა, ხომალდები ქუვეითსა და ბაჰრეინს შორის მოძრაობდნენ, როცა აშშ-მა მათთან კავშირი დაკარგა. აშშ-ის ოფიციალურ პირთა ცნობით, ერთ-ერთ გემს მექანიკური ხასიათის პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც ის იძულებული შეიქნა, ცურვა შეეწყვიტა და ერთ-ერთ კუნძულთან ღუზა ჩაეშვა. ირანის განცხადებით, ხსენებული კუნძული ირანის ტერიტორიულ წყლებში, ნეიტრალური წყლებიდან ორი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG