Accessibility links

logo-print

ჯანო გაგოშიძე: პროფესიონალმა მანქანა მცირე მუხტით ააფეთქა


ჯანო გაგოშიძე

ჯანო გაგოშიძე

4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მინიშნებით საუბრობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილისა და გივი თარგამაძის დაპირისპირებაზე.

მკაფიო მინიშნებები იკითხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაშიც. „მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებსა და განმახორციელებლებს - თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერც ერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პოლიტიკოსები ამ თემაზე, როგორც ჩანს, არჩევნებამდე ასეთი „არგუმენტებით“ ისაუბრებენ, ჩვენ კი სიტყვას გადავცემთ პროფესიონალს, თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო სამმართველოს ყოფილ უფროსს, თადარიგის პოლკოვნიკ ჯანო გაგოშიძეს, რომელიც უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG