Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰუმანიტარული ტვირთი კნოლევში


კნოლევში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს
კნოლევში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი კნოლევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ომის შემდეგ სოფლის საძოვრების და სახნავ-სათესი ფართობების დიდი ნაწილი მავთულხლართებს მიღმა მოექცა. ადგილობრივი გლეხები დაკავების შიშით საკუთარ ბოსტნებში გასვლასაც ერიდებიან. 60-კომლიან სოფელს უჭირს და, ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლების ყურადღებას თითქმის ვერ გრძნობენ. კნოლევი ზღვის დონიდან, დაახლოებით, 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ახალგაზრდების მიგრაცია დაწყებულია, მაგრამ, ამის მიუხედავად, სოფელს მთის ზონის სტატუსი არ მიანიჭეს. კნოლეველებმა დახმარების თხოვნით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართეს, პასუხად კი ის უთხრეს, რომ საკითხი სპეციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს. სოფლის მცხოვრები ბადრი ციქუბაძის აზრით, თუ ეს საკითხი დადებითად არ გადაწყდა, სოფელი მთლიანად დაიცლება.

ჰუმანიტარული ტვირთი კნოლევში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:03 0:00
გადმოწერა

კნოლევში ამჟამად 60 ოჯახი ცხოვრობს. ზამირა კობერიძე აცხადებს, რომ ომის შემდეგ ძალიან გაუჭირდათ, რადგან მიწის დიდი ნაწილი დაკარგეს, საკომპენსაციოდ კი არაფერი მიუღიათ.

უსაფრთხოება – ეს არის კნოლევის უმთავრესი პრობლემა. ისევ აკავებენ ადამიანებს, ისევ იკარგება ოკუპაციის ხაზს მიღმა გადასული პირუტყვი. გურგენ მაისურაძის აზრით, სახელმწიფომ, პირველ რიგში, მავთულხლართებთან დარჩენილი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილოს.

სხვა სოფლებისგან განსხვავებით, კნოლევი ხშირად ავიწყდებათ. ამიტომ, საქველმოქმედო ორგანიზაცია „სავსე გულის“ ინიციატივით, კნოლეველებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჰუმანიტარული ტვირთი ჩაუტანეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჭილაშვილის აზრით, დახმარება ყველა სოფელს სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება იმ სოფლებს უნდა მიექცეს, რომლებიც რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარეობს. იგი მიიჩნევს, რომ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით არ უნდა შემოიფარგლონ და ადგილებზე მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სპეციალური პროგრამები უნდა განახორციელონ.

კნოლეველების თქმით, ახლა მთავარია, რომ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ სახელმწიფოს შეღავათებით ისარგებლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG