Accessibility links

14-18 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ მაინის ფრანკფურტში, იმართება წიგნის ბაზრობა - მსოფლიოში უდიდესი ასეთი ღონისძიება, რომელზეც თავს იყრიან ცნობილი მწერლები, მთარგმნელები, კრიტიკოსები, გერმანიისა და მრავალი სხვა ქვეყნის წამყვანი გამომცემლობების წარმომადგენლები, რასაკვირველია, ლიტერატურის რიგითი მოყვარულები. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა წელს 67-დ ტარდება და, ამასობაში, საქართველოსთვისაც უკვე ტრადიციად იქცა მასში მონაწილეობა. ბაზრობაზე იხილავთ საქართველოს კოლექტიურ სტენდს: წარმოდგენილია ცხრა გამომცემლობა, მათი "მოსავალი". წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით ფრანკფურტში ჩავიდა რამდენიმე ქართველი მწერალი, მათ შორის, ლაშა ბუღაძე, ცნობილი ქართველი მწერალი, ლიტერატურულ პრემია საბას მრავალგზის მფლობელი, ჩვენი რადიოს სატირული პროგრამის, პარალელური რეალობის, ავტორი, ლიტერატურისა და კლასიკური მუსიკის მოყვარული კაცი - ალბათ, კიდევ ბევრი სხვა რამის მცოდნე და მოყვარული, თუმცა დღეს ლიტერატურით შემოვიფარგლოთ. ლაშა ბუღაძეს თავდაპირველად ვთხოვე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თავისი შთაბეჭდილება გაეზიარებინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG