Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

10:11 27.10.2013
გორში, N6 საარჩევნო უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; N7 საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის ამომრჩეველთა ექვსმა პროცენტმა მისცა ხმა. - გვატყობინებს გურანდა ძამელაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:17 27.10.2013
თბილისში, ისანი-სამგორის რაიონის N108 საარჩევნო უბანი 8:00 საათზე გაიხსნა, ამ დროისთვის უბანზე ამომრჩეველთა მცირე რაოდენობა ფიქსირდება. - გვატყობინებს ხატია გოგოხია (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:19 27.10.2013
თბილისში, ვაკის N8 საარჩევნო უბანზე, 10 საათისთვის 93 ამომრჩეველი დაფიქსირდა. ამომრჩეველთა რაოდენობის მორიგი შეჯამება 12 საათისთვის იგეგმება. - გვატყობინებს სალომე ტყებუჩავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
10:42 27.10.2013
ხმის მიცემის პროცესი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე
ხმის მიცემის პროცესი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG