Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

16:33 19.4.2013
გიორგი ვაშაძემ სიტყვით მიმართა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ხალხს. - იტყობინება თეკლა დავითულიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:38 19.4.2013
''გამოვიდნენ მიშა და ბიძინა ერთ დიდ მოედანზე, ძველად ასე იყო, დაეჭიდნონ და ვინც მოიგებს, ის იყოს'', - თქვა მოხუცმა ქალმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს ეზოში იმყოფება. - იტყობინება ნინი გრიგალაშვილი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:45 19.4.2013
სასტუმრო "რედისონთან" შეკრებილი მომიტინგეები პარლამენტის ყოფილი შენობისკენ დაიძრნენ. - იტყობინება მიშა კვეტანაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:46 19.4.2013
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა ადრევე დაიწყეს შეკრება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც დევიზით ”ევრუპული არჩევანი,” 16 საათზე დაიწყო პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია. ”ეს იქნება ჩვენი თანამოაზრეების შეკრება, მოვა ბევრი ადამიანი, ერთმანეთს გაამხნევებს და იტყვის, რომ საქართველომ მხოლოდ ევროპისკენ უნდა იაროს" - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა. აქციის დაწყებამდე 3 საათით ადრე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრმა ირმა ნადირაშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ პოლიციას რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით კოლონების გადაადგილება არ შეუფერხებია, რაც იმის დასტურად შეაფასა, რომ ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი საგანგებო განცხადების შემდეგ ”ხელისუფლება გონს მოვიდა.”

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG