Accessibility links

სირიელმა ქურთებმა მანბიჯის დაცვა გააძლიერეს


ქალაქი მანბიჯი

ქალაქი მანბიჯი

სირიელი ქურთების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, გავრცელებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს გადაინაცვლა ქალაქ მანბიჯის გარშემო მას შემდეგ, რაც თურქმა სამხედროებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქის სიახლოვეს საბრძოლო პოზიციები დაიკავეს.

თუმცა სირიელი ქურთების სახალხო ლაშქრის ხელმძღვანელობამ უარყო ეს ცნობა და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიაში მყოფმა ქურთმა მებრძოლებმა ყურად იღეს აშშ-ისა და ანკარის მოწოდება, გადასულიყვნენ მდინარე ევფრატის დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე.

ქალაქი მანბიჯი, რომელიც ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ათთვიანი ბრძოლების შემდეგ, აგვისტოს დასაწყისში აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელი ქურთების ლაშქარმა გაათავისუფლა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსაგან“.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთის არმია, რომელმაც ჩრდილოეთ სირიის საზღვარი 23 აგვისტოს გადალახა, ისეთივე მონდომებით შეებრძოლება ამ არეალში მყოფ ქურთების სახალხო ლაშქარს, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG