Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსულის რეგიონიდან ათასობით ადამიანი გარბის


ათასობით ადამიანი გარბის ერაყის ქალაქ მოსულის რეგიონიდან, რომლის ისლამისტი მეამბოხეებისაგან გასათავისუფლებლადაც მასშტაბური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ დღევანდელი განცხადებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში 5000-მდე ადამიანი გადავიდა ერაყიდან სირიის ტერიტორიაზე და თავს აფარებს ალ-ჰოლის ბანაკს. ორგანიზაციის შეფასებით, ბანაკში ძალიან მძიმე პირობებია. ხოლო გაეროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ალ-ჰოლის ბანაკმა 900-ზე მეტი ადამიანი მიიღო და კიდევ 3000-ს მოელის მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების კუთხით მათი შემოწმება დასრულდება. ალ-ჰოლი 7500 ადამიანისათვის არის მოწყობილი და ამჟამად 9000-მდე ლტოლვილს იკედლებს. მას აფართოებენ 50 ათასამდე ადამიანის დასაბინავებლად. ერაყის ჯარებმა მოკავშირე ძალებთან ერთად 17 ოქტომბერს წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია ექსტრემისტებისაგან რეგიონის გასათავისუფლებლად. მოსულში 1,5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG