Accessibility links

logo-print

პროგრამის წამყვანი ნიკო ნერგაძე თავის სტუმრებთან ერთად ყოველდღე ლაპარაკობს ქართულ და უცხოურ კინოზე, მუსიკასა და ტელევიზიაზე. გამოვიდა ახალი ქართული ფილმი? ტელევიზიამ ახალი სერიალი გაუშვა? რამე საინტერესო სიმღერა გამოჩნდა? „ნიკოს პოდკასტი“ მის ავ-კარგს დაწვრილებით განიხილავს. თუ ქართული ახალი არაფერია, მაშინ უცხოურზე ლაპარაკობენ. თუ არც უცხოურ კულტურაშია რაიმე სიახლე, მაშინ ცუდად ყოფილა საქმე... კომპიუტერი გამორთე და თავს უშველე!

„ნიკოს პოდკასტი“ გასაოცრად დემოკრატიული პროგრამაა და მის დისკუსიებში ჩართვა ყველას შეუძლია. შეუძლია კი არა, განხილვაში მონაწილეობა ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია. მით უფრო, რომ აზრის გამოთქმა მარტივია: ან ფეისბუკის გვერდზე, ან კი აი, აქ, სადაც ახლა ამას კითხულობთ.

მოიწონეთ, გააზიარეთ და თითო გული არ დაინანოთ. ანდა, დაინანეთ და ეგ გული მეგობრის ბავშვის ფოტოებისათვის შემოინახეთ. ჩვენ კი რამე მნიშვნელოვანი განვიხილოთ. მაგალითად, დათა თუთაშხია მოერევა თუ ხარება და გოგია...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG