Accessibility links

107: სადაც ნიკო 10 ყველა დროის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ტრეკს ჩამოთვლის რითაც უკმაყოფილოს დატოვებს რეპის მოყვარულებსაც და რეპის მოძულეებსაც


"ყველა დროის საუკეთესოების" სიები თავისთავად უკიდურესად სუბიექტური რამაა. პოდკასტის ამ სერიაში ნიკომ სცადა თან, ერთი მხრივ, განსხვავებული და საკუთარი სია გაეკეთებინა და, ამავე დროს, არც მაინცდამაინც რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო. შესაბამისად, არც ერთი გამოუვიდა და არც - მეორე. მის მიერ შედგენილი "ყველა დროის 10 საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერა" არავის დატოვებს კმაყოფილს. ჯობდა, რამე სხვა გაეკეთებინა, რაც უკეთ გამოსდის. ჰა ჰა. რაც უკეთ გამოსდის! ყველამ ვიცით, რომ უკეთესად მარტო ძილი გამოსდის. (ნიკო, ვალი დააბრუნე, თორემ უარეს შესავლებს ელოდე!)

"ნიკოს პოდკასტი" დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG