Accessibility links

111: სადაც ნიკო მარტო ზის და საქართველოში ყველაზე მეტი ჰიტის ავტორზე - უცნობზე ლაპარაკობს


საქართველოში სანდო ჩარტები რომ არსებობდეს, ყველაზე მეტი ჰიტ-სიმღერა, უახლოეს ისტორიაში მაინც, უცნობისა იქნებოდა. უცნობის სიმღერები ისმოდა ჯიპების მაგნიტოფონებიდანაც და სამარშრუტოების რადიოებიდანაც. უცნობს რთავდნენ ვაკეშიც და ზეემკაზეც, თბილისშიც და ჯუთაშიც. რა განაპირობებდა გიორგი გაჩეჩილაძის ასეთ პოპულარობას? ნიკომ სცადა ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და სრული კრახი განიცადა. იმის ნაცვლად, რომ რაიმე აზრიანი ეთქვა, ერთი საათის განმავლობაში ჯლოყინებდა და ბოდავდა. (ნიკო, გეუბნები, დააბრუნე ვალი, თორემ ყველა შესავალი ერთმანეთზე უარესი იქნება!)

"ნიკოს პოდკასტი" დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG