9 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო რიჟამაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი. მან ილაპარაკა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე ანგარიშის შესახებ. მონიტორინგის მეორე ეტაპი მოიცავს 20 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდს.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.