Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე გადადგა


ნაიჯელ ფარაჟი
ნაიჯელ ფარაჟი

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მთავარი მომხრემ, ნაიჯელ ფარაჟმა გამოაცხადა თავისი გადგომის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ფარაჟის თქმით, მისი პარტიის მიზანი მიღწეულია. 4 ივლისს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფარაჟმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში გამოსვლის მომხრეთა გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილებულია. ფარაჟი, მისი თქმით, ახლა აპირებს „ქორივით“ გაუწიოს მეთვალყურეობა მომავალ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ის ევროპის პარლამენტის დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს. ფარაჟის გადაწყვეტილება, გადამდგარიყო, მოჰყვა ბრექსიტის სხვა თავგამოდებული მომხრის, ლონდონის ყოფილი მერის, ბორის ჯონსონის უარს, გაეგრძელებინა ბრძოლა პრემიერობისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG