Accessibility links

ფოთში ოთხშაბათსაც გაგრძელდა პორტში დასაქმებულთა საპროტესტო აქცია. ფოთის პორტის ტერიტორიაზე 200-მდე გაფიცული იმყოფება. ისინი მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას, შესაბამის ანაზღაურებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
XS
SM
MD
LG