ქალებზე ძალადობა და მასზე არაეფექტიანი რეაგირება
მიუხედავად კანონის გამკაცრებისა, ოჯახში ძალადობა, ფემიციდის შემთხვევები მწვავე პრობლემად რჩება საქართველოში. დაზარალებულ ქალებს საკუთარი უფლებების დაცვაში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ ეხმარება. გენდერული ამბების სტუმრები – ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნინო ტლაშაძე და ამავე ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი საუბრობენ იმ სირთულეებზე, რომელთაც დაზარალებული, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვისას აწყდებიან. მათი შეფასებით, პრობლემის სიმწვავეს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არაეფექტური რეაგირება, საზოგადოებაში კი ამ საკითხებზე ინფორმაციის ნაკლებობა იწვევს.