Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი, დევიდ როკფელერი


101 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი, დევიდ როკფელერი. გაზეთ „ნიუ იორკ ტაიმსის“ ცნობით, როკფელერი გარდაიცვალა ნიუ-იორკის შტატში, საგვარეულო მამულში. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების რეიტინგით, რომელიც 20 მარტს გამოაქვეყნა გამოცემა „ფორბსმა“, როკფელერს 581-ე ადგილი ეკავა 3,3 მილიარდი დოლარით. მისი ბაბუა, ჯონ როკფელერი, იყო კომპანია „სტანდარტ ოილის“ დამფუძნებელი და მსოფლიოში პირველი მილიარდერი.

XS
SM
MD
LG