Accessibility links

logo-print
2013 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI ) 12 ივლისს გამოაქვეყნა. გამოკვლევის თანახმად, საქართველოში შედარებით შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. სოციოლოგების შეფასებით, საზოგადოებაში გაზრდილია ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული გაურკვევლობის შეგრძნებაც. სულ NDI -ის მიერ დედაქალაქში, ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 2338 ადამიანი გამოიკითხა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 12-16 ივნისს ჩაატარა და მედიას კვლევის ბოლო ტალღის შედეგები 12 ივლისს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ წარუდგინა.

როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით? - ამ კითხვით იხსნება NDI-ის გამოკვლევა. გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა სამუშაო ადგილების თვალსაზრისით; 10% ფიქრობს, რომ უკეთესობაა ხელფასების მხრივაც. მხოლოდ 4 პროცენტს მიაჩნია, რომ წინსვლა გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით.

„როგორც ხედავთ, არაერთი საკითხია, რომელშიც, ხალხის აზრით, წინა კვლევებთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. უარყოფითი მაჩვენებელი შეინიშნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე, ინფლაცია და კრიმინალი. თუმცა საკითხს თუ უფრო მასშტაბურად შევხედავთ, ციფრები გვიჩვენებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა და ძირითადი ტენდენცია იგივე დარჩა“, - აცხადებს ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი საქართველოში.

რა მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად მოსახლეობისათვის? გამოკითხულთა 44% -ს კომუნალური მომსახურების ღირებულება აღელვებს, 31%-ს - გზები, 23%-ს - ტრანსპორტის ღირებულება. ვნახოთ, როგორც შეიცვალა, ხალხის აზრით, ვითარება ამ მხრივ 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით. 32% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა კომუნალური მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებული საკითხები; 55% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა; გზებთან მიმართებით 16% ამბობს, რომ მდგომარეობა უკეთესადაა, 72% კი მიიჩნევს, რომ იგივე ვითარებაა და ა.შ.

32% თავს დასაქმებულად მიიჩნევს, 31% უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 6% უმუშევარია და არც სამსახურს ეძებს, ხოლო 31% წარმოადგენს არააქტიურ შრომით რესურსს...
თვლით თუ არა თავს დასაქმებულად?- ჰკითხეს კვლევაში მონაწილე ადამიანებს. მათგან 32% აცხადებს, რომ კი, 68% ამბობს, რომ არა. NDI -ის მიერ ჩატარებული წინა, მარტის კვლევის დროს გამოკითხულთა 28% თავს დასაქმებულად მიიჩნევდა. თუმცა ლუის ნავარო იმასაც აღნიშნავს, რომ დასაქმების სტატუსის მიმართ არ შეცვლილა ასაკოვანი ხალხის დამოკიდებულება, როგორც ეს ახალგაზრდებში მოხდა. ისინი თავს ისევ დაუსაქმებლებად ასახელებენ. საბოლოო ჯამში:

„32% თავს დასაქმებულად მიიჩნევს, 31% უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 6% უმუშევარია და არც სამსახურს ეძებს, ხოლო 31% წარმოადგენს არააქტიურ შრომით რესურსს“.

ივნისის გამოკვლევის თანახმად, უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო სწორი მიმართულებით ვითარდება, ვიდრე პირიქით. ასეთი, ჯამში, 45%-ია, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის, 13%-ს უდრის.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, ხუთი პროცენტით ნაკლები, ვიდრე მარტის თვეში, - ანუ გამოკითხულთა 38 %,- ფიქრობს, რომ არის; 46% მიიჩნევს, რომ არა. ამავე დროს, საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 56%-ისთვის დემოკრატია სიტყვის თავისუფლებასთან ასოცირდება.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან აზრს, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, გამოკითხულთა 62% ამ აზრს ეთანხმება, 27% კი არ ეთანხმება. როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მაჩვენებელი დაკლებულია...
გამოკვლევაში რამდენიმე კითხვა უმცირესობების უფლებებს შეეხება. კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია უმცირესობათა უფლებების დაცვა, ჯამში, 58% ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში კი, გამოკითხულ ადამიანებს უმცირესობების დასახელებისას ახსენდებათ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ თემის წარმომადგენლები, შემდეგ - იძულებით გადაადგილებული პირები და ა. შ. აქედან გამოკითხულთა დიდი ნაწილი - 54 % - ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დაცვა, გაცილებით ცოტა ადამიანს, 16%-ს, მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს სექსუალური უმცირესობების უფლებები, 37% კი მათ დაცვას სრულიად უმნიშვნელო საკითხად მიიჩნევს.

„რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან აზრს, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, გამოკითხულთა 62% ამ აზრს ეთანხმება, 27% კი არ ეთანხმება. როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მაჩვენებელი დაკლებულია, წინა კვლევასთან შედარებით“, - ამბობს ლუის ნავარო.

სამ მნიშვნელოვან რეფორმას შორის, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს მომდევნო ექვს თევში, ხალხი ასახელებს ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და განათლების რეფორმას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკვლევაში ცალკე თავი ეთმობა მიმდინარე მოვლენების შეფასებას. მათ შორისაა 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, თბილსში განვითარებული მოვლენების შეფასებაც. საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 79% არ ამართლებს ამ აქციის ორგანიზებას და მხოლოდ 10%-ია ისეთი, ვინც კითხვას დადებითად უპასუხებს. საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ამართლებს ე.წ. კონტრაქციის ორგანიზებასაც. შემდეგ კითხვა უფრო დაზუსტებულია: ამართლებთ თუ არა კონტრაქციის მონაწილეების ქმედებას? ამ კითხვაზე დადებითად 30% პასუხობს, უარყოფითად კი - 46%. მეორე მხრივ, კითხვაზე, თვლით თუ არა, რომ მომხდარზე პასუხი უნდა აგოს ყველამ, მათ შორის, მღვდლებმა, გამოკითხულთა 51% დადებითად პასუხობს, 24% კი - უარყოფითად.

ტრადიციულად, გამოკვლევაში ცალკე თავი ეთმობა საგარეო ურთიერთობებს. ლუის ნავაროს განცხადებით, ბოლო გამოკვლევაში მოიმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, ვისაც რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხედ მიაჩნია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 37%. ამავე დროს, გამოკითხულთა 63%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, 25%-ს კი, პირიქით. გამოკითხულთა 10%-ს იმედი აქვს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, 15% ფიქრობს, რომ ეს არასოდეს მოხდება, 23% კი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება მოხდეს 2016 წლის შემდეგ.

ასევე დაიწია მაჩვენებელმა რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ესეც, ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ სხვა პრობლემებმა უფრო იჩინა თავი და, თანაც, გარკვეული ფრუსტრაცია შეინიშნება ზოგადად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით, რისი იმედიც ხალხს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გარკვეულწილად, ჰქონდა...
„ნატოში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობისათვის კვლავაც საკმაოდ მძლავრია, თუმცა მაინც შეიმჩნევა ცვლილება პასუხებში კითხვაზე, თუ როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. დადებითმა პასუხმა, რომ ეს მოხდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, იკლო და მოიმატა პასუხმა - 2016 წლის შემდეგ“.

დაბოლოს, მედია. - კითხვაზე, უმთავრესად რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და ძირითადი მოვლენების შესახებ, 87% ამბობს, რომ ტელევიზიიდან, 90% კი ამ წყაროდ ინტერნეტს ასახელებს.

როგორ აფასებენ სოციოლოგები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ მორიგ გამოკვლევას? მაგალითად, სოციოლოგი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე ფიქრობს, რომ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სოციალური იმედგაცრუება გაზრდილია, რასაც აჩვენებს გამოკვლევაში ქვეყნის სწორად განვითარების თაობაზე მაჩვენებლის დაწევის ტენდენცია:

„ასევე დაიწია მაჩვენებელმა რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ესეც, ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ სხვა პრობლემებმა უფრო იჩინა თავი და, თანაც, გარკვეული ფრუსტრაცია შეინიშნება ზოგადად რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების თვალსაზრისით, რისი იმედიც ხალხს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გარკვეულწილად, ჰქონდა. ეს შესაძლოა გამოწვეულია ე,წ, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევის ფაქტით. აქაც, ალბათ, გამოკითხულ ადამიანებს გაუჩნდათ განცდა, რომ პოზიტიური ძვრები არც ამ მხრივ შეინიშნება“.

ვაკა გორგილაძე ამბობს, რომ საზოგადოებაში შეიმჩნევა გაურკვევლობა ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, იმედგაცრუება დემოკრატიასთან მიმართებით. ეს არ არის გაბატონებული ტენდენცია, თუმცა საზოგადოებრივ აზრს გეზი აქეთ აქვს აღებული. აქ საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რას გულისხმობს ხალხი დემოკრატიაში:

„თუკი გამოკითხულ ადამიანებს დემოკრატია ესმით როგორც სამართლიანობის დამყარება, მაშინ, რა თქმა უნდა, მათი მოსაზრებით, დემოკრატია არასაკმარისად ვითარდება ქვეყანაში ან მათ არ აკმაყოფილებთ მისი გავრცელების ტემპი“.

რით აიხსნება ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ძალადობას გმობს, ასევე უმრავლესობისათვის მიუღებელია 17 მაისის ტიპის აქციის გამართვა, მაგრამ, სამაგიეროდ, გამართლებულია კონტრაქცია? ვაკა გორგილაძე ამ ფაქტს ასე ხსნის:

„როგორც ჩანს, მოსახლეობის ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი არის არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ის, რომ ამ აქციის ინიციატორები გარკვეულ საფრთხეს უქმნიდნენ დიდი უმრავლესობის ფასეულობათა სისტემას“.

ვაკა გორგილაძე ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად თავისი ყოფით უკმაყოფილო რესპონდენტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG