Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ვერძეული და გიორგი ბერაია


9 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი და გიორგი ბერაია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი. მათ ილაპარაკეს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელსა და საზოგადოებრივ ინიციატივაზე - "შეაჩერე!".

ორივე - სარჩელიცა და ინიციატივაც შეეხება მოსამართლეების დანიშვნა/არდანიშვნის არსებულ წესს. "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს მოსამართლეთა დანიშვნის ინსტიტუტის არაკონსტიტუციურად ცნობას, იმ შინაარსით, რომელიც გამორიცხავს საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმების არსებობას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კი კოალიცია სასამართლოს სთხოვს გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერებას. საზოგადოებრივი ინიციატივა "შეაჩერე!"-ს მხარდამჭერები კი პეტიციას ავრცელებენ, რომელშიც წერია: "ჩვენ, პეტიციაზე ხელმომწერები, მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება. ასევე, მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე, დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG