Accessibility links

30 ნოემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის 20-წლიანი საქმიანობის თაობაზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 20 წლის ხდება. 1996 წლის 10 იანვარს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის სახელით დაფუძნებული ორგანიზაცია მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციამ მრავალი პროექტი განახორციელა, მათ შორის, ეს იყო „ბოდიშის“ კამპანია, რომელიც აპოლიტიკური და ომის საწინააღმდეგო მოძრაობა იყო და მიზნად ისახავდა ქართველ და აფხაზ ხალხს შორს მშვიდობიანი დიალოგის წახალისებას და ამის მხარდაჭერის აუცილებობაში როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების დარწმუნებას. ადამიანის უფლებათა ცენტრი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ პროცედურებში და ორგანიზაციის მონაწილებით საქმეები განიხილება საერთაშორისო სასამართლობეში. ცენტრი გაერთიანებულია მსხვერპლთა აღრიცხვის საერთაშორისო პრაქტიკოსთა ქსელსა და უფლედამცველთა სამხრეთ კავკასიურ ქსელში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG