Accessibility links

logo-print

ავტორი: მარიამ ბანეთიშვილი

ევროინტეგრაციის გზაზე მდგარი საქართველო გზა და გზა დიდ გამოწვევებს ხვდება.დაბრკოლებების მიუხედავად რატომ ევროპა? სკეპტიკოსებს ეს კითხვა დიდი ხანია აწუხებთ.რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას ევრო ინტეგრაციამ? არის თუ არა ის საფრთხის შემცველი?

პირველ რიგში რა მდგომარეობაში ვიყავით და ვართ?

ამ საკითხს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ჭრილში თუ განვიხილავთ სამართლიანად შეიძლება აღინიშნოს, რომ არ ყოფილა არც ერთი პერიოდი მთელი საუკუნეებისა, სადაც საქართველოს საფრთხეები და რისკები არ ყოფილიყოს წინა პლანზე წამოწეული. თითქმის ყოველი საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოს მტრების მოგერიება უწევდა. დიდი რისკებისა და ადამიანური სიმცირის მიუხედავად კი ყველაფერს თავს აღწევდა. დამყრობლების კვალი კი ყოველი ეპოქის მიწურულს მაინც რჩებოდა. გადაშენების და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე ყოველთვის დიდი იყო. მიუხედავად ყველაფრისა გადავურჩით არაბებს, თურქ–სელჩუკებს, მონღოლებს, ყიზილბაშებს, ოსმალებს. რვაჯერ შემოსეულ თემურ–ლენგსაც. ქვეყანა თავისი სახელით, მოსახლეობით, ტერიტორიით, ის რაც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახემწიფოს განსაზღვრავს, მაინც აგრძელებდა ცხოვრებას. მაგრამ რა მოხდა?

მაშინ ევროპა და ცივილიზებული სამყარო საქართველოსთვის შორს აღმოჩნდა. ქვეყნის მესვეურებმა ეროვნების გადარჩენის მიზნით ერთმორწმუნე რუსეთს გაუწოდეს დახმარების ხელი. ეგონად ,,დიდი რუსეთი“ ხიდი იყო ევროპისკენ სავალ გზაზე და შედეგად რა მივიღეთ მაინცდამაინც ,,ერთმორწმუნე“ ქვეყნის კლანჭებში აღმოვჩნდით. ანუ გამოდის, რომ პოლიტიკის ქვეტექსტები რელიიგიას არ ემორჩილებიან , ან პირიქით გარკვეული რელიგია ხდება პოლიტიკის ტყვე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. არც ენა, არც სარწმუნეობა და აღარც მამული ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა. მოხდა ის, რაც არცერთ ქართველს არ დაესიზმრებოდა არასდროს. სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება მონობაში გადაიზარდა და მალევე ქვეყანა დიდი იმპერიის კოლონია გახდა.ორი საუკუნის განმავლობაში რთული აღმოჩნდა ან კლანჭებიდან თავის დაღწევა. დავაღწიეთ კი საბოლოოდ თავი? რიტორიკული შეკითხვაა და რთულია ამ კითხვაზე პასუხი.

შედეგი: დამოუკიდებელი ქვეყნის პირობებში ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ისტორიული მხარეების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება. თითქმის ,,ცივი ომი“ საერთაშორისო ასპარეზზე. ყოველ დღე საომარ მდგომარეობაში ყოფნა, მავთულხლართებით ხალხის გამოწვევა და დროდადრო რუსი მაღალჩინოსნების ცინიკური, ღიმილნარევი მუქარა. ამ ყველაფრის მერე ვფიქრობ შეკითხვა რატომ ევროპა არარელევანტურია.

არც რომანტიზმის დროა და არც წარსულის ნოსტალგიის. იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებსაც ასეთი ნოსტალგია აქვთ. მერე რა თუ 35 მანეთად მოსკოვში გადაფრენა იყო შესაძლებელი, მერე რა თუ ყველა კმაყოფილების განცდით ცხოვრობდა. მერე რა თუ დასავლეთი ,,მტერი“ იყო.მაინც ჟინსები გენატრებოდათ, ჩუმად, ჩქმალვის უსმენდით ჯაზს, დასავლურ ღირებულებებს, რადიოებს,და ა. შ. საყოველთაო კეთილდღეობის ფონზე ქვეყანა მაინც უფსკრულში იყო გადაჩეხილი.

ახლა რატომ ევროპა!

იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცივილიზებული სამყაროს შუაგულშია მოქცეული და არც ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე ემუქრება და არც სხვა რამ. მსოფლიო გზაჯვარედინზე მყოფ კავკასიის რეგიონში ჩვენი ისტორიული მდებარეობა გარკვეულ საფრთხესაც გვიქმნის და უპირატესობასაც გვანიჭებს. ჩვენ გვჭირდება ისეთ ერთობაში შესვლა, სადაც ჩვენს იდენტობას, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, მრავალეთნიკურ, მრავალეროვან და სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ქვეყანას და კულტურულ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. სადაც თვითონ ადამიანი არის ღირებული და სახელმწიფოს მამოძრავებელი ძალადა არა დრომოჭმული იდეები.რას გვპირდება ევროპა? გვაქვს კი ამ ყველაფრის გარანტია? გვპირდება კი არა ეს ნათელია. მრავალი წლის მანძილზე ევროპული ცხოვრების კვალდაკვალ თუ ვიმსჯელებთ, ერთმნიშვნელოვნად გვაქვს. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. მრავალმილიონიან საზოგადოებაში ჩვენი შესვლა ჩვენივე საკეთილდღეოდ იქნება მიმართული, სადაც ქვეყანა ,,საქართველო“ სხვა მოწინავე ქვეყნებთან ერთად გააგრძელებს მსოფლიო ცივილიზაციის მშენებლობას. არ იქნება კოლონია და ,,არ იცეკვებს სხვის დაკრულზე“. არამედ ტოლერანტული, განათლებული და შედეგზე ორიენტირებული საზოგადოებითთვითონ შექმნის თავის პროდუქტს, რომელიც მომავლის გზაზეგაიყვანს. ისე, როგორც ევროპა აკეთებს მრავალი ათეული წლის მანძილზე ამ ყველაფერს წარმატებით. იმიტომ ევროპა, რომ მისი ღირებულებელი ჩვენთვის მისაღებია. ტრადიციები, რომელიც ჩვენი კოლონიური ცხოვრების პირობებში დაგროვდა ისტორიული საქართველოსთვის ნამდვილად მიუღებელია. დროა დრომოჭმულ იდეებს დავემშვიდობოთ, გავიხსენოთ ჩვენი ნამდვილი მდგომარეობა მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი სურვილები, მისწრაფებები და კითხვა რატომ ევროპა? უკვე აღარ იქნება რელევანტური.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG