Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჭდიანი პრეზიდენტი


ავტორი: ანა ჯაფარიძე

2003 წელს დავამთვარე უმაღლესი. გაჩნდა ორსაფეხურიანი სწავლების აუცილებლობა, ვალდებულება. უნივერსიტეტში დარჩენა არასახარბიელო გახდა პერსპექტივის თვალსაზრისით. თუმცა ბევრი დარჩა გასარძელებლად, მაგრამ უმეტესობას გული “ჯიპასკენ” მიუწევდა. ერთერთი სამაგისტრო პროგრამა იყო დასაქმებით. ვეცადე ჩამებარებინა, სამწუხაროდ არ გამოვიდა. სამსახურის შოვნით გატაცებულმა გადავიფიქრე. მაშინდელი რექტორი კი ბატონი გიორგი მარგველაშვილი გახლდათ, ამჟამინდელი პრეზიდენტი. კაცი პრინციპული და შეუპოვარი. დღევანდელი “ჯიპას” სასწავლებელი კურსი განასხვავბედა მაშინდელისგან ასე პანტაპუნტით არ იძლეოდნენ სერტიფიკარტებს, ახლა ყველას რომ ხელში უფრიალებს ისე არ იყო საქმე, ხოლო წარჩინებულებს სამსახურის გარანტია ჰქონდათ. ერთი რამ გადმოყვა პრიციპულობა. სახელმწიფოს ჩაბარების შემდეგ ბევრ რამეზე უარი განაცხადა, მათ შორის რეზიდენციაზეც, ცოტა ხანში აზრი შეიცვალა საცხოვრებლად არ გადავიდა, მაგრამ სამუშაო ადგილზე დათანხმდა. როგორც ცნობილია დუშეთში უფრო ხშირად მუშაობს. კულტურულ ზონად აქცია საპრეზიდენტო აპარტამენტები; ავაგარდნული და პოსტმოდერნისტურ გამოფენას დაუთმო. წელზე მეტი გავიდა, არ მსენია თუ კიდევ დაეთმო შენობა ასეთი ტიპის “ივენთს”. მისი დანიშვნის თანავე განხილვის საგნად რჩებოდა “პრეზიდენტის მეგობარი გოგო”, საზოგადოების აზრი განსხვავდებოდა. ნიშანდობლივი კი პატრიარქის სიჩუმის ყევლას უკვირდა. ალბათ მის გონიერებაზე მიანიშნებდა. ორი წელი გავიდა “ქოცების” მოსვლიდან ამბავი არ იყო მიყუჩებული. რას ვხედავთ? ორი წლის თავზე ქოწინებაც მოხდა და ევრო საბჭოს “წლიპურტიც” მივიღეთ. იუბილე ხეირიანი არ გამოადგათ “მეოცნებებს”. ბეჭედი ორივე რეზოლუციას დაესვა. ბედნიერების ფონზე ევრო საბჭოსთან განქორწინების საფრთხეები გაჩნდა. ქართული ოცნების არამყარმა პოზიციამ ბევრ საკითხში უკან დახევა გამოიწვია. სტრასბურგის დამტკიცებული შენიშვნები იქნება მიღებული. თუმცა თავიდან პროტესტით შეხვდა პრემიერი, მაგრამ ბოლოს არეულობის დროს საღმა აზრმა გაიმარჯვა. თურმე პრეზიდენტის უფლების ჩამორთმევა, არ გაშვება ვიზიტორად, პრემიერის პრივილეგიების გაზრდამ დიდი ქაოსი გამოწვია შიდა პარტიულ სამზარეულოში. ამ ყველაფერში ხალხი და “ბეჭდიანი პრეზიდენტი” ერთად აღმოჩნდა. მარტო მხოლოდ პრობლემა გვგონია რასაც ვფიქრობთ, მაგრამ უცბად შენგან დამოუკიდებლად ისეთი რამ ამოტივტივდება, რასაც არც მოელოდი. ნაცების მტკიცე იურიდულმა ცოდნამ, თუ გინდათ სამართებლივი დაარქვით გაჭრა. სერიოზული პრობლემა ასე გადაფარავს ბულვარულ ამბავს იშვიათად. დღევანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ ამ ხელისუფლებას რუსეთთან მოგვარების ორი წლის თავზე ბევრი ფერადოვანი ტუზები დაეცა. ახლანდელი გამართული თბილისობა რუსეთში, “კაშკაშა” ვარსკვლავების მონაწილეობით დასრულდა.Dდაპირება ასევე, რომ “მასლენიცას” აქ გამართავენ. ოკუპირების პირობებში იქ ჩასვლა და “ტანცაობა” რამდენად მიზანშეწონილია ორმხრივი მოლაპარაკების პირობებში საკითხავია. თუმცა ბევრი მოიპოვება ისეთი ადამიანი ვინც ამას გამართლებას გამოუძებნის, პოლიტიკას არ აიგივებენ ხელოვნებასთან. ერთი სასიკეთო საქმე ფილმების გადმოცემის ამბავს უკავშირდება, მაგრამ რამდენიმე რეჟისორი უკმაყოფილოა, მათი რჩევის გარეშე რომ წყდება ეს საქმე. მოცემულ საცავში უნდა მოხდეს იმ იშვიათი ფილმების არქივის მომზადება, რაც მსოფლიო კინოინდრუსტიაშია შეტანილი. წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტი წინა პლანზე იქნებოდა წამოწეული, რაც ამ შემთხვევაშია საეჭვოა მისი როლი, როგორც დარაჩენ ყველაფერში. კონსტიტუციით ბევრი რამ ეზღუდება, მაგრამ კანონს ვინ მისდევს. ყველაზე სასაცილო ამ ფაქტში ის მომენტია, შემდეგ უწევს თავის მართლება. ბეჭედმაც ვერ უშველა მისი როლის გაზრდას საგარეო თუ საშინაო საქმეების მოგვარებაში. შეზღუდული უფლებები მეტად არაპრიოტეტული გავლენა ქვეყნის გარეთ. იმიჯი მოქმედებს წინსვლაზე. პრეზიდენტი კი სახეა ქვეყნის, მისი ამგვარი დამოკიდებულება საკითხებზე, მერყეობა ავლენს მის დაკნინებას პრემიერ მინისტრისგან, ასევე თავად ბიძინა ივანიშვილისგან, ბოლო მისი ინტერვიუც ამას მოწმობდა “პალიტრა ტვთან”. ჯერ კიდევ არჩვენებამდე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ახლა მხოლოდ მოხდა ამის დაზუსტება. გიორგი მარგველაშვილი თავის ხასიათიდან გამომდინარე, ბევრს არ გაითვალისწინებდა დამოკიდებლობა მიმართულებაში სწორხაზოვანი აღმოჩნდა. ქვეყნის მოვლენებზე დამოკიდებულბა რამდენად სწორი მიმართულებაა, საქმის უზუსტობაშიც იკვეთება. შედარებას თუ მოვახდენთ სააკაშვილის მდგომარეობას, ახლანდელი მდგომარეობა შესუსტებულია. მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი რამ დარჩა მის ფუქციაში, შეწყალების კომისიას ვგულისხმობ. სამწუხაროდ კრიმინალის გაზრდის ფონზე, არც შესრულდა სრულყოფილად. დაუსჯელობის სინდრომა ორმაგად მოიმატა, საშიში გახდა ღამით სიარული. პირად მაგალითზე შემიძლია გითხრათ, ბოლო დროს ცოტა შიშმა შემიპყრო ვცდილობ ადრე დავბრუნდე სახლში. მიუხედავად რამდენიმე აკრძალულმა საქციელმა, ბევრი ჯარიმა დააწესა, გამონაკლისი ნაგვის გადაყრაზე შეიძლება გაკეთდეს, მაინც ვითრება უცვლელია. ხალხში ბევრი აკრძალვა უსაფუძვლოა უკუ პროტესტს იწვევს (ლუდის დალებას ვგულისხმობ ქუჩაში, კოცნას და უაზრო აკრძალვების ნუსხას). ჩვენ საქმეში ჩაუხედავი პრეზიდენტი, ბევრჯერ “კერის უბანშიც” დუბლის “ჩამრტყელად” ყავთ ფილმის გადაღებისას, მაგრამ სიმართლეს ანათებს მდარე ჩრდილიც. პრეზიდენტის დახასიათება რექტორობიდან დღემდე სხვადასხვა გამოვა იმ ადამიანების თვალში ვინც ახლა და ადრე იცნობდა. ბევრი მინუსი აქვს ან ჩანს ასე, მაგრამ ერთი ცხადია ყოფილი პრემიერივით აზრის გამოთქმის მერე არ ხვდება ახსნა განმარტებითი ლექსიოკონი ხელში, რომ საზოგადოებას აუხსნას მისი ქმედება ნებისმიერ მოვლენაზე. მთავარია ქვეყანაში მძაფრ მოვლენებს, თუნდაც კრიმინალის გაუარესებას, კონკრეტულად ერთ პიროვნებას კი არ აბრალებენ, არამედ მთლიანად ხელისუფლებას. მარგველაშილის ჩაურევლობა იწვევს ამას, ალბათ გამიზნულიცა, “ჯიპასი” არ იყოს იცოდა მხოლოდ ინსტიტუტის საქმე უნდა ეკეთებინა, და სხვა სფეროში ცხვირი არ ჩაეყო. ალბათ მისი ვადის ამოწურვამდე ასეთი მიმართულებით იხელმძღვანელებს. ბოლოს მაინც ვიტყვი, რომ ჯობდა დარჩენილიყო “ჯიპაში” გაგრძელებინა თავის ხაზი. ინსტიტუტისთვისაც მეტი მომცემი იქნებოდა მომავალში. პრეზიდენტობა სრულიად არ სჭირდებოდა. ფუნქცია მოკლებული თანამდებობის ნაცვლად შესაძლებელია გაკეთო ის რაც გიყვარს, ნაკლებად უსმინო სხვის აზრს, მრჩევლის პოზიციას (რაღაც მომენტში თავად მრჩველს), აკეთო საქმე მომავლისათვის შენს ჭრილში. მომავალზე გამახსენდა ბედჭდიანი პრეზიდენტის ცოლი ხომ ელოდება...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG