Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წავიქერიბრედშოუებ ანუ ქერის უნიჭო პროვოკაცია


ავტორი: ელენე მამაგეიშვილი

ყველა საუბრობს ურთიერთობებზე ,უბრალოდ ადამიანურ კავშირებზე,სიყვარულზე,მეგობრობაზე,მეზობლობასა თუ სექსზე,ყველა ამბობს,რომ ოცდამეერთე საუკუნეში ყველა პაემანი სექსისთვის არის გამიზნული და აქ,ამ ტექნოლოგიური რევოლუციის ერაში,ადგილი აღარ დარჩა რომანტიკისთვის.

მე არ მჩვევია,ვილაპარაკო იმაზე,რაც არ ვიცი,რაც მხოლოდ ფილმებში მინახავს და რაც უბრალოდ შორსაა. თუმცა ,რაც უფრო ვიზრდები,უფრო მარტივად ვარჩევ იმ მზერას,თავისი სექსუალური ფანტაზიების თანაზიარს რომ გხდის და აი,იმ მზერას,შენს მკერდს რომ შეხედავს,თვალწინ ათასგვარი ორგიები კი არა,შენი გული და სული რომ ეშლება. (ეს ფრაზა პათოსით გავჟღინთე,მგონი)

მიუხედავად იმისა,რომ ვთვლი,პატარა ვარ ამგვარი ისტორიებისთვის,შევხვედრივარ ადამიანებს,პირდაპირ რომ სათქმელზე გადადიან და მოგახლიან,რაში შეიძლება გამოიყენო შენი სექსუალურობა,მერე იმასაც გეტყვიან,მე რომ არაკაცი ვყოფილიყავი,მოგატყუებდი და სიყვარულზე დაგიწყებდი საუბარსო,ფაქტობრივად მადლობის გადახდას მოგთხოვენ,საკუთარი პორნო სიზმრები რომ გაგიზიარეს,აი,ისეთებსაც შევხვედრივარ,შორიდან რომ მოგივლიან,მილიონჯერ წრეს დაგარყამენ და მერე ნელ-ნელა შემოგაპარებენ,იქნებ ბედი გეცადაო და ასე შემდეგ.

ამ დროს შენ ზიხარ და იცი,რომ ყველაფერზე თანახმა ხარ,ოღონდ ვიღაცას ერთხელ შენს ტ..ზე უფრო შენი სული მოეწონოს,ან საერთოდაც ვიღაცამ უბრალოდ სცადოს დანახვა და შენ მზად ხარ,ყველა კარტი გაუშალო,ოღონდ ვიღაცას ადარდებდეს ,რომ ვერ ხარ და ზამთარში კაშნესა და ქუდს არ იკეთებ,არც სვიტერებს იცვამ,იმიტომ რომ “გბრწკენს” და საერთოდაც მაისურით და კედებით დატანტალებ,ოღონდ ვინმემ სცადოს გა-შენიანდეს. ვინმეს სტკიოდე და საკუთარ მეზე წინ გაყენებდეს,ვინმე ნაყინს გიზიარებდეს,ყოველ დღე გეჩხუბებოდეს,მაგრამ ჩხუბშივე გირიგდებოდეს.

ახლა კიდეც საკუთას საწოლში წევხარ და აცნობიერებ,შენ არ იცნობ არავის,ვისგანაც არ გიგრძნია ის სხვანაირი მზერა,უხერხულად რომ გაგრძნობინებს თავს და ადამიანთან ყოველგვარი ურთიერთობის სურვილს რომ გიკარგავს.ამიტომ აღარ გწამს ნამდვილის არსებობის.მერე ამბობ “ყველა კაცი ნაგავია”,თან ჩვეული იუმორით ნაგვის სამ კატეგორიას გამოყოფ:

1.მაკულატურა

2.ნეშომპალა

3.პოლიეთილენი

1.მაკულატურა-გადამუშავების და სწორი “სახარების კითხვის” შედეგად შეიძლება იქცეს კაცად :დდ თან გარემოსაც არ აწუხებს

2.ნეშომპალა,მართალია ცუდი სახელი აქვს,მაგრამ ეს არის ნაგვის ყველაზე კარგი კატეგორია,კაცი,რომელსაც სარგებლობა მოაქვს გარემოსათვის

3.პოლიეთილენი არის ნაგვის ყველაზე გავრცელებული სახეობა

თან ყველაზე საშიში

1.იგი აბინძურებს გარემოს.

2.იგი არ იხრწნება,არ გარდაიქმნება უფრო ნაკლებად საშიშ ნაგვად

3.პოლიეთილები says:”მე იგივე ვარ მარად და მარად”

მერე პასუხად იღებ, “გოგონები მენაგვეები ხართ მაშინ”, ან უკეთეს შემთხვევაში, “ყველა კაცი ერთნაირი არაა,ყველა კაცს მარტო სექსი არ უნდა,უბრალოდ არსებობენ გოგონები,რომელთაც მეტის შეთავაზება არ შეუძლიათ” ,აქ ლაფსუსია, მე ასეთი არ ვარ.

ხო,მე არ ვარ მარტივი ურთიერთობების მომხრე,ხო,მე ვართულებ ყველაფერს.

ალბათ,იმიტომ რომ მე არ ვარ ქერი ბრედშოუ. მე არ დავბადებულვარ კომპლექსებისგან თავისუფალ საზოგადოებაში,მე მენტალიტეტი გენებიდან გადმომეცა.მე მჯერა,რომ ქალისა და კაცის ყველა სერიოზული ურთიერთობა დაოჯახებისკენაა მიმართული,მე მჯერა,რომ კაცის სიტყვა გადამწყვეტია,მე მგონია,რომ სექსი უბრალო ფიზიოლოგიური მოვლენა და მოთხოვნილება კი არა სოციალური ქცევაა და დიდ დაფიქრებას მოითხოვს,მით უმეტეს,როცა ქართველი ხარ,როცა იცი,რომ შენ მარტო შენ არ ხარ და როცა ყოველ დღე გახსენებენ,რომ შენს უკან ოჯახია.

მგონია,სადაც არ უნდა დავბადებულიყავი,რა მენტალობაც არ უნდა მქონოდა,ჩემ პრინციპად მაინც ის დარჩებოდა,რომ ყველა ურთიერთობის საფუძველი სიყვარულია და როცა იცი,რომ გიყვარს,როცა იცი,რომ უყვარხარ,მაშინ ყველაფერი გამართლებულია და მაშინ ქორწინების მოწმობა უბრალოდ ფარატინა ფურცელია,რომელიც შეიძლება წამში გაანადგურო.

მე არ ვარ ქერი,მე ვერ ვწერ სექსზე დიდ ქალაქში,მე არც ყველა გოგოს მოვუწოდებ,იბრძოლოს საკუთარი სიყვარულისთვის,ოცნებებისთვის და ა.შ.

მე მჯერა,რომ სამყაროს ცენტრი იქაა ,სადაც შენ ხარ,ყველას ჩვენ-ჩვენი ცენტრი გვაქვს,მე მჯერა,რომ მე არ უნდა ვიბრძოლო არც ერთი კაცისთვის,მე მჯერა,რომ მე ,რამდენიმე წელიწადში,საკმაოდ ჭკვიანმა და წარმატებულმა ქალმა, მამრს,მას ვინც ჩემგან ერთადერთი y ით განსხვავდება,ბრძოლის,ნადირობის საშუალება უნდა დავუტოვო.

ურთიერთობები ინდივიდუალურია,უბრალოდ ყველამ ის უნდა აკეთოს,რაც აბედნიერებს და რაც მისი მომავალი უბედურების მიზეზი არ გახდება. უბრალოდ ყველამ თავისთვის უნდა იცხოვროს,ყველამ თავის თეფშში იხედოს და მაშინ უფრო თავისუფლები ვიქნებით,საზოგადეობის თუ საკუთარი მარწუხებისაგან . )

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG