Accessibility links

logo-print

ჩანაწერები ავტობუსში


ავტორი: ირინა ბარამიძე

სიტუაცია :

კონტროლიორი და ორი შუახნის „ქალბატონი მგზავრი“:

„-ბილეთები ზედ შემახია..

-უკანასკნელი მოჰიკანები ვართ... ეს ახალგაზრდობა აღარ ვარგა და ამათი შვილები რაღა იქნება...

-ასეთი გოგო რძლად უნდა მივიღო ოჯახში?!

-რას ლაპარაკობ!! წუწუნს იწყებენ ყველაფერზე ეგრე არ არის ცხოვრება“...

სტუდენტი:

„მე კიდევ ამასწინ ერთმა ბებომ კინაღამ თავში თავისი ჯოხი ჩამარტყა, გაიწიე ნუ მეხებიო საღამოს შვიდი საათი იყო არადა და ავტობუსში ფეხის ასადგმელი არ იყო. ორი გაჩერება ნწნწნწ იძახა და ფეხი აბაკუნა.”

მე:

დღეს გამიმართლა... ავტობუსში ხალხმრავლობა არ შეიმჩნევა. ბილეთი ავიღე, ყურსასმენები ყურში „გავირჭე“ და „დავიპყარი“ სკამი. ნუთუ?! ვზივარ! ასე ბედნიერ ნოტაზე დაიქოქა 9 ნომერი ავტობუსი. მე- 2 გაჩერებაზე უკვე არცერთი თავისუფალი ადგილი აღარაა, ეგეც შენი დილა. შემდეგ გაჩერებაზე კიდევ მოიმატა ხალხმა. ერთი მოხუცი ამოვიდა. ჩემს წინ ორი "ჯელტმენი" ზის და „სულაც არ აწუხებთ სინდისი“. თუმცა, სინდისი მე მაწუხებს, არასდროს არ მიყვარს დაჯდომა, ვიცი რომ ადგომისა და ადგილის შეთავაზების დიდცერემონიებს მაინც არ ავცდები ხოლმე. მეც ცოტა ხანი ვიცდი, იქნებ "ნამუსზე ავაგდო", მაგრამ "შეაყარე კედელს ცერცვი", ვდგები და მოხუცსს ვეუბნები:
-დაბრძანდით.

-გაიხარე შვილო, ღმერთმა დაგლოცოს.
რა სჯობს, დილით რომ დაგლოცავენ და ასე მიეშურები “უნიში”. ბედნიერი ვარ, ხასიათზეც მოვედი.

ხალხმა უფრო და უფრო მოიმატა. ავტობუსი "გმირთა მოედანს" უახლოვდება. ნეტავ, როგორ ვაპირებ ჩასვლას? ფრთები მაინც მქონდეს, თუმცა ახლა ეგეც ვერ მიშველიდა. მაინც, ისედაც თითქმის ჰაერში ვარ. ერთმანეთს ვათბობთ, ვეხვევით, ასე ერთსულოვანი და მოსიყვარულეა საზოგადოება. დგახარ ცალი ფეხით, ცალი ხელით. რამეს ან ვინმეს ეჭიდები წონასწორობის შესანარჩუნებლად. მოკლედ, თქვენთვის ნაცნობი სიტუაციაა. ავტობუსი გაჩერდა, კარებში „ვაი უშველებელი“ შეიქმნა. ვიღაცამ ვიღაცას გადაუარა და ატყდა ერთი ამბავი. აქედან ბიჭი ყვირის ჩამატარეთ და მერე იჩხუბეთო. როგორღაც ჩავიდა... ოხ! როგორ მშურს. რა კარგია ჰაერი, სივრცე, თავისუფლება. მაგრამ ჯერ ადრეა...


სცენაზეა კონტროლიორი..

აბა ბილეთები მაჩვენეთ,- მიუახლოვდა შავებში ჩაცმულ ქალბატონს, რომელმაც ყურადღება არც კი მიაქცია.

-ქალბატონო თქვენ გეუბნებით, ბილეთი აიღეთ თუ არ გაქვთ აღებული!

თავი დამანებე, ჭკუას ნუ მასწავლი. იმედია ერთ დღეს ყველა გადაშენდებით, სიცოცხლეს გვიმწარებთ უბრალო ხალხს. აპარატურაზე ვართ შეერთებული, მთავრობა ხალხისთვის არაა, ვიღაც დეგენერატები გვაპროგრამებენ ( ნელ-ნელა ხმას უმაღლებს და მთელ ავტობუსში გაჰყვირის). უცებ მოუბრუნდა ახალგაზრდას, რომელმაც ჩაიცინა და ეუბნება: - შენ და შენნაირები კიდევ უარესს მოუტანთ ქვეყანას, თქვენ სად იყავით, მე და ჩემს თაობას რამდენი გვაქვს გადატანილი, ახლა გაიყრიან ყურებში „ეშმაკეულობას“ და გამოდებილებული სახეებით დადიან. რომელი ახალგაზრდა ვარგა ახლა ქალად ან კაცად?! უფროსის პატივისცემა ამათ არ იციან.

ძნელია, პროტესტის გრძნობა არ გაგიჩნდეს იმ დროს, როცა შენს თანატოლებს ასე მოიხსენიებენ და ერთ-ერთიბიჭს გამოესარჩლა:

-ქალბატონო, შეურაცხყოფას გვაყენებთ ყველას, გვწყევლით, ვინ რა გითხრათ ასეთი. დამშვიდდით თუ შეიძლება. ქალბატონი კიდევ უფრო აღშფოთდა:

- აი, კიდევ ერთი უზრდელი! მე ალბათ, ვეღარ მოვესწრები, მაგრამ აი, ნახავთ, ჰმ, ნახავთ რა დღეში ჩავარდებით. ღმერთი ყველაფერს ხედავს. აღარც ივანიშვილი გიშველით აღარც სააკაშვილი. და იქნებით ასე პირდაღრეჭილები.

მძღოლმაც ვეღარ გაუძლო და სიმშვიდისკენ მოუწოდა, მაგრამ ამაოდ. უცებ გაისმა ახალგაზრდა გოგონას ხმა:

- დიახ, ეს ის თაობაა „გამოდებილებული სახეებით, ყურსასმენებგაყრილი რომ დაიარება ქუჩა-ქუჩა, იმიტომ რომ დაიღალა. დაიღალა მდუმარე უმრავლესობის უუნარობით. დაიღალა უფროსი თაობით, რომელიც წარსულს მისტირის და პათოსით გაჯერებული სიამაყით დაიარება. ეს ის თაობაა, 13 ივნისის ტრაგედია რომ გადალახა და სტიქიას შიშველი ხელებით უმკლავდებოდა. ეს ის თაობაა, რომელიც მთებსაც გადადგამს მომავლის ასაშენებლად და იმიტომ კი არა რომ მათმა შვილებმა იამაყონ მათი საქციელით, იმიტომ რომ ეს გულით უნდათ. ეს თაობა ის გმირია, რომელიც იმისთვის კიარ ბრძოლობს რომ გმირი გახდეს, არამედ იმისთვის რომ გადარჩეს. დანგრეული ააშენოს. ის რაც თქვენ დაანგრიეთ. არ გინდათ ამ თაობის რძლები და სიძეები?! იცხოვრეთ წარსულით და ჩვენ თავი დაგვანებეთ. უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა თავის ფიქრებს მიეცა. მეც გავიხედე ფანჯარაში და გმირთა მემორიალთან მდგომი ორი საპატიო ყარაული დავინახე... არ ვიცი რატომ მაგრამ მეც დავფიქრდი;კულტურის დაკონსერვებული პროდუქტები, საშუალებას აღარ გვაძლევს წავიწიოთ წინ. „დროის მაგივრად ქრონომეტრაჟში ვცხოვრობთ“ (წინა დღით წაკითხული წიგნიდან ფრაზა). თითქოს დროის მანქანა გამოვიგონეთ, რომელიც წარსულიდან წარსულში გვამოგზაურებს, აწმყო არ გაგვაჩნია და მომავალი გაურკვეველია... ეეჰ!

აღშფოთებისა და შეძახილების ტალღამ გადაიარა. მეც გავირჭე ისევ ყურსასმენები... ავტობუსი კი კვლავ აგრძელებს თავის გზას...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG