Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NONstop-ნუ მოკლავ შენში პიროვნებას


ავტორი: ჯუნა ნონიაშვილი

შავ-თეთრი ფოტოები მიყვარს, ხანდახან საინტერესოდ მეჩვენება. მგონია, ავტორმა რაღაც საოცებო ნაწილი დამიტოვა მის შემოქმედებაში, ნება მომცა წარმოსახვის გაღვიძებისა და მისი ნამუშევრის ინტერპრეტირებისა ჩემს გონებაში, მოკლედ, წერტილის დასმის. რასაც ვერ ვიტყვი ადამიანებზე!

ვერ ვიტან შავ-თეთრ ადამიანებს, “დაშტამბულებს”, “დამუშავებულებს” , ისეთებს, საზოგადოების ღირსეულ ნაწილად რომ მიაჩნიათ თავი მხოლოდ იმიტომ, რომ ეწ. “серая мышь-ნაცრისფერი თაგვის” როლს ასრულებენ, ცხოვრობენ თავისთვის, ჩუმად, ისე რომ არავის აწუხებენ დახანდახან მათი არსებობაც შეუმჩნეველია. მოკლედ, არაფერით გამოირჩევიან სხვებისგან და ვერც განსხვავებულებს იტანენ .

რაზე ვლაპარაკობ? უკვე ერთი თვეა “новоселье”-ს კრიზისს განვიცდი, ძნელია ახალ სახლთან ახალ გარემოსთან, მეზობლებთან შეგუება, მაგრამ უფრო ძნელი ახალ მარშუტთან და ახალ კონტროლიორებთან შეგუება ყოფილა. A-პუნქტი ნახალოვკა, B-დედაენის ეწ. “sk8″ პარკი, მიზეზი ბრეიქდანსის ფესტივალი. მე და კიდევ რამდენიმე გოგო 23 ნომერ ავტობუსში და კონტროლიორი-”ძაან ძველი ბიჭი”. უცბად კონტროლიორი მძღოლს:

– ფუ, ნახე ამის ქართველობა მოვტ***, კაცი და კიკინა?!

-სულ გამოყ***** ეს თაობა…

და ძალიან ბევრი გაბოროტებული სიცილი რამდენიმე წამის განმავლობაში. მე და ჩემი მეგობარი ადგილზე გავშრით. მასაში“კიკინიანი ბიჭის ძებნა დავიწყეთ. აი ისიც. მაღალი, ქერა, ნაცრისფერი თვალებით…” ეს თუ კაცი არ არის, მაშინ საქართველოში არცერთი კაცი არ გვყოლია”- ამბობს ჩემი მეგობარი და ვიცინით, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ. თუ არ იცით, ლურჯი თმა მაქვს და ასეთი არშემდგარი ნაბი***ების დანახვაზე გული მერევა!!! მოლედ, კონტროლიორის წინ ვდგები და ვეუბნები-” თვენიმ გარეგნობის და ასაკის არ ხართ რომ კიკინა მოგიხდეთ, აი იმ ბიჭს კი ძალიან უხდება. ის, რომ თანამედროვეობის არაფერი გესმით იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენზე უკეთესი ხართ. ქართველობა არც ზურგს უკან კაცისგინებაა და არც შვილიშვილის ტოლ გოგოებზე ცუდი რაღაცეების თქმა…”. დიახ, საბოლოოდ კონსესუსს მივაღწიეთ, მაგრამ არ ვიცი, რამდენ ხანს ემახსოვრება” ძაან ძველ ბიჭ-კონროლიორს” .

ამიტომ ვერ ვიტან შავ-თეთრ ადამიანებს, “დაშტამბულებს”, “დამუშავებულებს”, ისეთებს, რომლებმაც თავიჯერ კიდევ ვერ დააღწიეს “ოთხმოცდაათიანების სიბნელეს”, ვერ გამოვიდნენ “ძველბიჭური მენტალიტეტიდან”, განსხვავებულობის მიუღებლობისგან,შიშისგან. ხო, ადრე მეგონა, რომ ეს შიში გაუნათლებლობის ბრალი იყო, რადგან იმის გეშინია, რაც არ იცი, მაგრამ ახლა, როდესაც განათლების ამდენი საშუალებაა, როდესაც ყველა ოჯახში ერთია ახალგაზრდა მაინცაა გძულდეს განსხვავებული ნიშნავს, გძულდეს ის ახალგაზრდაც შენს ოჯახში და სხვებზე ძალადობით ძალადობდე შენი ოჯახის წევრზეც, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა…

მოკლედ, თუ შენზე ყოველდღიურად ძალადობენ, ვიღაც გაუნათლებელი, უცხო ადამიანები, გესვრიან გაურკვეველ რეპლიკებს და ხანდახან იდიოტურადაც იცინიან, ეი. შენ პიროვნება ხარ. პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ გრძნობს,აზროვნებს და რაც მთავარია ქმნის. შენს დამცირებას ცდილობენ?ეი. შენს ჯერ კიდევ მათზე მაღლა დგახარ და გაბოროტებული მასის კლანჭებში ხარ მოქცეული. ხო, ჩვენ “ფერადებს” არ გვესმისგაციებული გვამების, რომლებიც ვერ აღიქვამენ რეალობის აუტანელ მშვენიერებას. რომელთათვისაც არც ესთეტიკა, არც გრძნობა და არც რაიმე წმინდა არსებობს. ხედავენ რაღაცას და იწყებენ აუტანელ, გაუჩერებელ ყბედობას, შეფასების წვიმაში ხვევენ ყლაფერს, უსმენენ, მაგრამ არ ესმით, იციან, მაგრამ ვერ გრძნობენ. ამ გაუნათლებელ მასაში უკვე არსებობაც კი დანაშაული მგონია ხშირად, თუმცა ალბათ, მთავარი მაინც საკუთარი “მე-ს”, პიროვნების გაანალიზება,შენარჩუნება და განვითარებაა, იმისთვის, რომ რომელიღაც ნაცრისფერმა პიროვნებამ ჩვენში ფერები არ ჩააქროს, არა და ეს ხომ ძალიან მარტივია, უფრო ადვილია იყო ერთი მათგანი, ვინც ტალახს ისვრის, ვიდრე ის ვისაც ტალახს ესვრიან.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG