Accessibility links

logo-print

როგორ ფინანსდება ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნოკამპანია?


ავტორი: ქეთევან გათაშვილი

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. პარტიების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშები ხშირად არაზუსტია და გარკვეულ ხარვეზებსაც შეიცავს. ამას ადასტურებდა ჯერ კიდევ 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადებული უარყოფითი დასკვნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მაშინდელ დასკვნაში ხაზგასმული იყო საკანონმდებლო ბაზის გამართვის აუცილებლობა. ამის საჭიროება
გამოწვეული იყო იმითაც რომ, როგორც წესი, მმართველი პარტიის
მიერ საარჩევნო კამპანიისთვის გაწეული ხარჯები
7-8 ჯერ აღემატეოდა სხვა პარტიების ფინანსურ დანახარჯებს.
საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით 2013 წელს გატარებული რეფორმები გარკვეულ წინგადადგმული ნაბიჯი იყო. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად უნდა დაფინანსებულიყო ის არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, რომელბმაც 2012 წლის არჩევნებზე ხმების 5%-ზე ნაკლები მოაგროვა. დაფინანსება გაეზარდათ საპარლამენტო პოზიციის და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ასევე საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დაფინანსებას იღებენ ის პარტიებიც, რომლებიც ცალკე ან თუნდაც ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 4%-ს ან ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების 3% მიიღებდნენ.
ცვლილებების დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს ეხებოდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, იურიდიულ პირებს აეკრძლათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ამასთან ერთად პოლიტიკურ პარტიებს დაეკისრათ ვალდებულობა რომ მათი ხარჯები და შემოსავლები ყოფილიყო დეკლარირებული. ასევე სისხლისსამართებრივი
პასუხისმგებლობა განისაზღვრა ამომრჩეველთა მოსყიდვისათვის.
აღნიშნულ ცვლილებებს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა,
თუმცა რეალურად შეცვლილი კანონმდებლობა უფრო ამარტივებდა
პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაფინანსების მიღებას. აღნიშნული ცვლილებები დადებითად შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ. ვენეციის კომისიის თანახმად, კანონპროექტი შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად ისევ აქტუალური გახდა ფინანსური შემოსავლების საკითხი. დაფინანსების წყაროების კონტროლი სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს ევალება. პარტიების ფინანსური მონიტორინგის
სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის მანძილზე პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 12 407 707 ლარის შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის დიდი ნაწილი,
10 678 948 ლარი საბიუჯეტო დაფინანსებას წარმოადგენდა.
პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხშირად ხდება აპელირება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმართაობაზე. პარლამენტი განიხილავს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ამ თემის ირგვლივ აზრთა ხვადასხვაობაა და აღნიშნულ კოდექსს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. განსაკუთრებით აქტიურობენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი აზრით დღესდღეობით მოქმედი საარჩევნო კოდექსი არათანაბარ პირობებში აყენებს არჩევნებში მონაწილე კვალიფიციურ სუბიექტებს. კრიტიკა მიმართულია როგორც სარეკლამო დროის არათანაბარ დანაწილებაზე, ასევე კოდექსის იმ
ნაწილზე, რომელიც ფინანსურ საკითხებს არეგულირებს.
მას შემდეგ რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა, დადგა საკითხი გავლენას იქონიებდა თუ არა ეს ფაქტი პარტიის ფინანსებზე? თუმცა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“-ს შემოსავლების ძირითად წყაროს ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობები შეადგენს. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული შემოსავლიდან 780 944 ლარი წარმოადგენდა საბიუჯეტო დაფინანსებას, ხოლო 78 908
ლარი მიზნობრივს. მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“
მიერ მიღებული შემოსავლიდან საბიუჯეტო შემოსავალი იყო 2 326 351
ლარი, ხოლო მიზნობრივი დაფინანსება 532 633 ლარი. წინა წლების საარჩევნო კამპანიების მსვლელობისას „ქართული ოცნების“ შემოსავალი დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად საბიუჯეტო დაფინანსების უმნიშვნელო კლებამ დიდი გავლენა არ უნდა იქონიოს პარტიის ფინანსებზე.
ინტერესს იწვევს ახალი საარჩევნო სუბიექტების გამოჩენაც. მათ შორის ერთ-ერთია ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, რომელიც აქტიურად აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. 2016 წლის აპრილში საქართველოს აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების საერთო ოდენობამ 428 476 ლარი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი ოდენობის თანხა სწორედ ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ მიიღო, 168 058 ლარი.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმ პირობებში როდესაც ქვეყანა ცდილობს ევროპული კურსი შეინარჩუნოს, საჭიროა არჩევნების მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. საქართველოს მშვიდობიანი გზით ხელისუფლების ცვლილების არც თუ ისე დიდი გამოცდილება გააჩნია. არასტაბილური საარჩევნო გარემო, შერჩევითი სამართალი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მუდმივად თან სდევდა საარჩევნო კამპანიების მსვლელობას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კარგი პრეცედენტი შექმნა იმისა, თუ როგორ
უნდა შევცვალოთ ხელისუფლება მშვიდობიანი გზებით.
სწორედ ამიტომ მთავრობა ვალდებულია ყველა კვალიფიციურ სუბიექტს შეუქმნას გარემო, იმისათვის რომ მათ შეძლონ თავიანთი საარჩევნო პროგრამების გაცნობა ამომრჩევლისათვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რაც არსებობს მოქმედ საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. საჭიროა მმართველი გუნდი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს
კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნის ვალდებულებას,
იმისათვის რომ არ გაჩნდეს დამატებითი კითხვის ნიშნები იმასთან
დაკავშირებით, თუ რამდენად დემოკრატიულად წარიმართა პროცესები.






ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG