Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ყვითელი ფერადი ეკრანი“


ავტორი: ხატია გოგოხია

ის ფაქტი, რომ ქართული ტელესივრცე უფსკრულისკენ მიექანება ეს ალბათ ბევრისთვის ახალი არ არის.

ისეთ ქვეყანაში, სადაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არც კი იცის ვინ დაწერა დედაენა? ვინ დაარსა თბილისი? სად ჩაედინება მდინარე ნილოსი, რა ჰქვია პლანეტას, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ვფიქრობ, რომ ამაში დამნაშავე გარკვეულწილად ქართული მედიაცაა.

მაშინ როდესაცმედიას ძალიან დიდი ძალა აქვს საზოგადოების ცნობიერება შეცვალოს, იმის სანაცვლოდ, რომ ტელევიზიებმა ისეთი გადაცემები გაუშვან, რომლებიც ახალგაზრდა თაობის შემეცნებას და განათლებას შეუწყობს ხელს, ქართულ ტელევიზიები გვთავაზობენ ისეთ გადაცემებს,რაც ხალხის დაჩლუნგებას უფრო უწყობს ხელს. ქართულ ტელე-გადაცემებში მხოლოდ სხვების პირადი ცხოვრება განიხილება - იქნებიან ესენი ე.წ. ქართველი ვარსკვლავები ან ისინი ვისაც სურს ამ უკანასკნელთა შორის და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და ასეთი თემატიკის გადაცემებით ცდილობენ მათთვის მთავარ მიზანს -მაღალი რეიტინგი და კარგ შემოსავალი უზრუნველყონ.

ისეთი შთაბეჭდილება მღცება, რომ არ ფიქრობენ რა შეიძლება მოყვეს მათ შოუებს, რა მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს, სხვადასხვა პროფესიის ადაიანებს ან თუნდაც მომავალ ჟურნალისტებს.

სამაგიეროდ,მთავარია მეორე დღეს ყველამ ეს გადაცემა განიხილოს.

ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ თუ რითი იმართლებენ თავს, თურმე : ამ ყველაფერს საზოგადოება ითხოვს ამას, რადგან ამას ყველა უყურებს“

საზოგადოება ითხოვს იმას რასაც სთავაზობს მედია და რასაც აჩვევს მას.ქართული მედია კი რას გვთავაზობს ამ დროს? - სერიალებს, Playboy-ს ახალ ქართველ ვარსკვლავებს გვაცნობს, გვაჩვენებს, თუ როგორი ძვირადღირებული გარდერობი აქვს შორენა ბეგაშვილს და ათასგვარ მარაზმს.

ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოში საინტერესო და სამაგალითო ადამიანების ნაკლებობაა, რატომ არ გვაცნობს ტელევიზია წარმატებულ ადამიანებს, აქტიურ ახალგაზრდებს, რატომ არ უწევს მათ პოპულარიზაციას? დავიჯერო ხალხისთვის ეს არ იქნება სტიმული? დავიჯერო ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრებაში თვითდამკვიდრებას ცდილობს ასეთი ადამიანების მოსმენა და ყურება უფრო არ გამოადგება, ვიდრე იმათ, ვინც გაშიშვლდა და ამ გზით გამდიდრდა?! ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და არჩევანს თავად აკეთებს.

ყველაზე ელემენტარული მაგალითი, რომ ავიღოთ, მსოფლიოში ქვეყნების უმეტესობას კულტურის ცალკე არხი აქვს, ჩვენთან ამაზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია, მაშინ, როდესაც კულტურაზე რაიმე გადაცემაც კი არ გვაქვს, დავიჯერო საქართველოში არანაირი ღონისძიება არ ტარდება, როლებიც შეიძლება ეთერში გაუშვნ, თუნდაც ახალგაზრდა მსახიობების სპექტაკლები ან სხვა რამ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხალხის გონება იმდენადაა მიჩვეული იმ მარაზმს რაც ეთერში გადის, იმ ახალ ამბებს, რომლებიც მხოლოდ ნეგატივით შემოიფარგლება, იმ სიყვითლეს, რომელმაც გააერთეფროვნა ჩვენი ფერადი ეკრანები, რომ არ აქვს სურვილი ამას უყუროს, თუმცა სურვილი ერთია და შეთავაზება მეორე, სურვილზე ლაპარაკი ზედმეტია, მაშინ, როდესაც დაახლოებით 20-მდე არხი, ყველა ერთ ხაზს მიჰყვება -საზოგადოების ბრბოდ გადაქცევს და შემდეგ მის მართვას.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG