Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ლუკა მელაშვილი

თანამედროვე მსოფლიო ახალ სტანდარტებს გვთავაზობს და ამის დასტურია ბელგიაში განხილული კანონპროექტი ევთანაზიასთან დაკავშირებით. ნაწილი ადამიანებისა იმით ხსნიან ევთანაზიის დადებით მხარეს, რომ თუ განუკურნებელი სენითაა დაავადებული ადამიანი, ანდა ძლიერი ტკივილები აწუხებს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს ევთანაზიის უფლება.

კათოლიკური ეკლესია გმობს და მიიჩნევს, რომ ევთანაზია დაუშვებელია, რადგან იგი წარმოადგენს ნებაყოფლობით თვითმკვლელობას და პარალელურად, ეს თვითმკვლელობა ლეგიტიმური ხდება. გასაგებია, კონტრარგუმენტი - ადამიანი არის ათეისტი და გამომდინარე მისი სურვილიდან, მას არ უნდა წაერთვას ევთანაზიის უფლება; მაგრამ აქ თავს იჩენს კიდევ ერთი სადავო საკითხი - ასაკობრივი ზღვარი. მაგალითად. ბელგიის პარლამენტში მსჯელობდნენ ევთანაზია დაეშვათ, თუ არა შვიდი წლის ასაკიდან და ზევით, ჰოლანდიაში კი ევთანაზია დაშვებულია12 წლის ასაკიდან.

ბავშვებში ევთანაზიის დაშვება არ მიმაჩნია მართებულად, რადგან ბავშვი ვერ აცნობიერებს თურას წარმოადგენს სიკვდილი. მას ხომ არა აქვს ისეთი უფლებები როგორიცაა: ხმის მიცემა, პირადი კაპიტალის განკარგვა და ა.შ. შესაბამისად, არც ევთანაზიის ნება არ უნდა მიეცეს.

ყურანი კრძალავს თვითმკვლელობას.

მართმადიდებელი ეკლესიის თვალსაზრისით, ადამიანმა ყველა განსაცდელში სიკეთე უნდა დაინახოს და გმობს ყოველგვარ სუიციდს ცნობიერს თუ აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილს. თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა და თვითმკვლელ ადამიანს არაეგება წესი, რადგან მან საკუთარი ნებით უარყო სული წმინდის მადლი.

ზრდასრული ადამიანები, რომლებიც განაგრძობენ ცხოვრებას ყველა რელიგიური კონფესიებისგან დამოუკიდებლად, ვფიქრობ, მათთვის უნდა იყოს დაშვებული თავისუფალი არჩევანი, რადგან თავად განაგონ საკუთარი ბედი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG