Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მიყვარს გაზაფხული


ავტორი: მარი მოდებაძე

- რატომ არ გიყვარს გაზაფხული ? ეს ხომ „ახალი სიცოცხლეა“
- ბევრი სიყალბეა.
- რას ნიშნავს „ბევრი სიყალბეა“ ?
- გაზაფხული ყველაზე ყალბი და დამღლელია. არასდროს იცი რას აპირებს.
- ძალიან რადიკალურად აღიქვამ ყველაფერს.
- არა, უბრალოს მე ბუნებას ბოლომდე შევიგრძნობ და მას ფუნქციებს ვანიჭებ. ჩემებურად...
- მაგალითად?
- მაგალითად -გაზაფხულის წვიმა არ მიყვარს. ის ბინძური, შფოთიანი და ცვალებადია. სიუხვე და სიძუნწე ერთდროულად ახასიათებს. რატომღაც ,მე მას ამგვარ ადამიანებთან ვაიგივებ, უფრო სწორად ადამიანების ამგვარ თვისებებთან. მაგრამ არ მესმის , რატომ მეკითხები ? შენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცი. შენ ხმა ხარ -ჩემს გონებაში.
- მართალია, ვიცი რასაც ფიქრობ, ისიც მართალია რომ შენი გონების ხმა ვარ ან უბრალოდ, შეგიძლია ალტერ ეგო მიწოდო.
- შენნაირი ასობით მყავს გონებაში და ეს მაწუხებს.
- რატომ?
- რადგან ეს ნიშნავს, რომ არ ვარ ერთიანი, პიგმენტური პიროვნება ვარ ან ჯერჯერობით საერთოდ არ ვარ პიროვნება. შენ ფიქრობ , მეორე „მე“ ლაპარაკობს, მესამე „მე“ მოქმედებს, მეოთხე „მეს“ სწყინს - და ასე უსასრულოდ...
- ეს ადამიანური ბუნებაა.
- არა, ეს სისუსტეა, სიბრმავე, ირეალურობა, სიცრუე.
- გინდა ადამიანის ეგზისტენცია შეცვალო?
- არავის და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. მინდა, რომ გავერთიანდე შიგნით. და შენნაირები გონებას აღარ მიწამლავდნენ.
- ეგ შეუძლებელია! მე ვერ გამაქრობ, იცი რატომ? იმიტომ რომ დამოკიდებული ხარ გარე სამყაროზე, ურთიერთობებზე , ადამიანებზე და ა.შ. ხვდები რასაც ვამბობ?
- დავიწყებ შინაგანი სამყაროს გაერთიანებას...
- „ადამიანის ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს“ - ეს შენი საყვარელი ციტატაა.
- კი, ასეა
- გახსოვს ბოდლერის „მივასიკვდილოთ უპოვარი“ ? იქნებ შენ ის უპოვარი ხარ და მეშხამით გეხმარები, რომ ფეხზე წამოდგე.
- არა, შენ არ გინდა, რომ ფეხზე წამოვდგე. პირიქით, გინდა რომ ჩემი ბოლო -საგიჟე იყოს.
- აი, ზუსტად ამგვარი განწყობის გამო ვერ მიშორებ თავიდან ! ეს ამბოხებაა საკუთარი თავის წინააღმდეგ.
- ან რეალობა! სულს მიშფოთებ... მე ბევრი კითხვა მაქვს და პასუხები მჭირდება , მჯერა რომ ვიპოვნი...
- და მაინც, რატომ არ გიყვარს გაზაფხული?
- იმიტომ, რომ გაზაფხულზე ყველაზე ხშირად მსტუმრობ.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG