Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი

გიორგი სააკაძე ყველაზე სექსუალური კაცია, ყველაზე მაგარი ცხენი ყავს და სამეფო კარზეც „ძაან გაჩითულია.“ გიორგიზე ბევრი იბოღმება, მაგრამ სუფრასთან მაინც სვამენ მის სადღეგრძელოს. მოურავობა პოპულარული თანამდებობაა, თან ასეთი სიმპატიური კაცი „ფეისბუქის“ ქონის შემთხვევაში საკუთარ ფოტოს თუ ატვირთავდა ათას მოწონებაზე ნაკლები არ ექნებოდა, ზუსტად ვიცი.

სააკაძე „სააკაძის მოედანზე“ ჯერ არ „დაჩექინებულა,“ მაგრამ დღემდე ყველამ იცოდა, რომ იქ დგას. ბოლო დროს გულზე აქვს თურმე პრობლემები, განსაკუთრებით წელს ავადმყოფობს, იმიტომ, რომ დიდი მოურავი ყიდვა-გაყიდვას მიჩვეული არაა, თუმცა თუ რამით არ ივაჭრა, გაუჭირდება. სააკაძის ცხენი მალე მოდიდან გადავა და თუ მობილური ტელეფონი არ შეიძინა და „ფეისბუქზე“ არ „დაპოსტა“ თავისი ადგილმდებარეობის შესახებ, როგორც პიროვნებას, ყველა დაივიწყებს და მხოლოდ მოედანს შერჩება სახელად.

მაშასადამე, ბაზარზე შემოდის ახალი კომპანია, „საქართველო 2014.“ გიორგის ეს არ უნდა, თუმცა მისთვის ახალი არაა კარიერისტობას და ეგოისტობას რომ აბრალებენ. დგას და დაჰყურებს თავის მოედანზე საცობში გაჭედილ „პრადოებსა“ და „ლექსუსებს,“ „ჰამერებსა“ და „ჰიუნდაი აქსენტებს,“ რომელთა პატრონებმაც იციან, რომ თვის ბოლოა და განვადება დროზე უნდა დაფარონ.

გიორგი 4 მილიონამდე ადამიანს დაასაქმებას დაჰპირდა, ზოგს შეუსრულა, ზოგს ვერა. კომპანია განვითარდა, თუმცა ისევ ახალ ინვესტორს ეძებს. წყნარი ოკეანის გადაღმა თურმე ძლიერი ინვესტორი ნახა, თუმცა ის აღშფოთებულია კომპანიაში შექმნილი ვითარებით და „საქართველო 2014-ს“ ვეღარ უთანხმდება მთელ რიგ საკითხებში, ამიტომ ჩრდილოელ ინვესტორთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას. თურმე ჩრდილოეთი აგრესიულია და თავისი მკაცრი პირობები აქვს, შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობებში გამოცდილ მოურავ ბიზნესმენსაც დათმობაზე წასვლა უწევს, თორემ იცის, რომ მოვა და მასაც ისე მოექცევა, როგორც შ.პ.ს „საქართველო 2008-ს“ მოექცა- აქციებს წაართმევს. გიორგიმ იცის, რომ დასავლელ ინვესტორსაც თავისი პირობები აქვს, ოღონდ ყველაფერი შენმა კომპანიამ უნდა შეუსრულოს, თვითონ არაფერს გპირდება...

სააკაძემ აღარ იცის, რა ქნას და კრედიტებს იღებს, მილიარდების სესხებასაც არ ერიდება... არ იცის, როგორ გადაიხდის, მაგრამ 4 მილიონ ადამიანს ხომ უნდა ხელფასი, კომპანიას ინვენტარი და ათასი რამ... დაჰყურებს გიორგი მანქანაში მჯდომ თითოეულ თანამშრომელს და საკუთარი თავი ახსენდება: ფული არ აქვს, მაგრამ მაინც იღებს ვალს, კარგად რომ იცხოვროს (ეს თუ ცხოვრებაა).

ბიზნესმენ-მოურავი ყოველდღე ბევრ წინააღმდეგობას აწყდება სტუდენტებთან. ყველას უნდა კარგი თუ არა, სამსახური მაინც, თუმცა ახლადშექმნილი კომპანია ლამის გაკოტრების პირასაა, თანამშრომლები მიდიან და დაბრუნებას აღარ აპირებენ.

გიორგი მაგარ „ნაშებთან“ არ წევს, არც თანამშრომლებს ეჩხირება თვალში დასამახსოვრებელი იმიჯით, უბრლოდ მოსწონს ეს აწკეპილი ულვაში და რა ქნას. სააკაძე ულტიმატუმზე აღარ წავა და აღარ დაკარგავს საყვარელ ადამიანებს, აღარ გაიღებს მსხვერპლს იმ იდეისთვის, რომლისთვის ოცნების დარქმევა უფრო სწორი იქნებოდა; გიორგი ფეხებზე დაიკიდებს თავის კომპანიას, იმიტომ რომ ვერაფერი შეცვალა, იმიტომ რომ დიდი განსხვავება არ აქვს, „პრადოში“ იჯდები თუ არაბულ ცხენზე, მთავარია, თავში რა გიდევს, ეს უკანასკნელი კი გატენილია კრედიტებითა და ვალებით; სააკაძემ იცის, რომ „პრადო“ დაჟანგდება და არაბული ცხენი მოკვდება, ვალებს კი დრო ვერაფერს დააკლებს.

გიორგიმ „დაიკიდა“ „საქართველო 2014,“ რომელიც ნელ-ნელა კოტრდება, ისევ იმ ცხენზე ზის, ისევ ის ხშირულვაშიანი, წარმოსადეგი, სექსუალური კაცია, ყველა რომ გიჟდება და „პოსტავს:““Feeling free at “Saakadze Square.”

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG