Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: მარიკა კენჭოშვილი

დილის 6 საათი და მზისფრად შეფერილიცა,ერთი ნაფაზი სიგარეტით გავყურებ მე-16 სართულიდან ქუჩებს..გრძელს,ვიწროს,მდუმარეს,არაფრის მთქმელს...ვუყურებ და მისი დუმილიც მესმის...მესმის,როგორ განიცდის მაცხოვრებლების ტკივილს, დარდს...ღრუბლების და მზის თამაშში აღვიძებს ქალაქს...დამალობანას თამაშში იღვიძებს ქალაქი..ბავშვებისგან მიტოვებული, მივიწყებული ქალაქი...ასე დავარქმევდი დღეს თბილისს..ტექნოლოგიებმა იმდენად შეცვალა 7 დან 18 წლამდე ბავშვების ცხოვრება,რომ ვეღარც კი ამჩნევენ როგორ იცვლება მათ გვერდით ბუნება,გარემო,ადამიანები...
მარტოა ქალაქი...მარტო ათენებს და აღამებს დღეებს...ვდგავარ და ვფიქრობ ნეტავ ბოლოს ვინ შეეგება მზის ამოვსლას? დახვდაკი ვინმე ჩემამდე მზეს ? მზეო ამოდი, ამოდი...მახსნდება ბავშვობაში ნასწავლი სიტყვები და მზეც ნელ-ნელა ეფინება ქალაქს..
პატარა ბიჭივით ამეკვიატა გერეთ გასვლის სურვილი …სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა და თბილისთან ერთად დაღამება...ამდენი ხანი უმეგობროდ უვლია თბილისს,ერთ ადგილას გაჩერებულა და ელოდება გვერდში მდგომის გამოჩენას...თბილი სიტყვის მაგვირად ძმათამკვლელ ამბებს უყვებოდნენ,სწვავდნენ არბევდნენ და მაინც ამაყად მაგრამ უმოძროდ დარჩენილა...ამაყადო რომ ვამბობ მართლაც ასეა მარტო მეტეხი რად ღირს მის სიამაყედ ან უმოძრაოდო რომ ვამბობ ისიც სიმართლეა..ერთ ადგილზეა გაყინული თბილისი..თითქოს მზე გაბრაზებულა და ზამთარს ჩაუვლია კლანჭებით ქალაქიო...ხალხიც ამიტომ გაციებულა ...გულები გაციებიათ, გაყინვიათ და ლოლოებად ჩომოკიდებულან მტირალა მთას..
’’დავალ საყვარელ ქუჩებში’’ და თითქოს დიდი ხანია არ გამოვსულვარ გარეთ...მანქანების კვამლში გახვეული თავის სილამაზეს სუროში გახვეული მალავს,თითქოს ,,პატივია რავინ აყაროსო'' ისე შემოუხვევია ალაგ-ალაგ დარჩენილი სიმწვანე...ჰაერიც აღარ ყოფნის თბილისს...ყვირის მიშველეთ ვიგუდებიო, მაგრამ მშველელი არსაიდან ჩანს...
როცა მტკვარი დაუშრეს იფიქრა ერთადერთი მეგობარი მომიკლესო...სასიკვდილოდ გამიმეტესო.....თავის მოკვლაც კი გადაუწყვეტია იმღამით თბილისს…გადარჩა...
მისი ყველა დარდი და სევდაა ამოკაწრული თბილისის ქვაბულში ...მაგრამ წამკითხველი იშვიათად თუ გამოუჩნდება ვინმე...ურეაქციოდ წამკითხველიც ბევრი უნახავს თბილისს...თითქოს დაიმსახურაოო ეს ტვირთი ასე მიიჩნევს ყველაო...
ვუსმენ თბილისს და გულზე ცეცხლად მედება მონაყოლი..გულისტკივილი...განიცდის უმოძრაობას ,ხალხის გულციობას და უდროობასაც განიცდის თბილისი...ასე სწრაფად დრო არასდროს გადიოდადა აღნიშნავს კიდეც...ხალხს დროაღარ აქვს ისეირნოს ქუჩებში მეგობრებთან ერთად..წინა საუკუნეებში დიდ დროს ატარებდნენ ჩემთანო...ახლა მარტო საძირკველს მითხრიან ზედ აგურის დასაწყობადო..გულს მისერავენ,მაბინძურებენ..ჩემს გადარჩენას არც კი ცდილობენო...
გულ-გატეხილია თბილისი...უძრაობასდა უმოქმედობას განიცდის...რა მძიმე ყოფილა ამდენი ისტორიის გაგება..ჩვენ თითოელს შეგვიძლია გადავარჩინოთ თბილისი უძრაობისგან,დაბინძურებისგან,ტკივილისგან....
სიგარეტის ღერივით გაილია ერთიდღე თბილისთან ერთად....დარდმორეული, უძრავი,მივიწყებული , წვიმიანი ქალაქი შემჩა ხელში...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG