Accessibility links

ამბობენ, გიჟიაო დათა


ავტორი: თეკლა დავითულიანი

დათა ბიჭია, მოთხუპნული პატარა ბიჭი.. ის მაშინაც პატარა იყო როცა დაიბადა და ახლაც პატარაა 33 წლის ასაკში.. გაბურძგნული წაბლისფერი თმები აქვს და თაბლისფერი, რაღაცნაირი თვალები. აი ისეთი, ყურადღებას რომ აუცილებლად მიიქცევს, მაგრამ ისეთიც, ჯერ რომ არავის შეუმჩნევია.. ცხვირი ან სახის რომელიმე ნაწილი სულ დაზიანებული აქვს რადგან ხან რა მოხვდება და ხან რას მოხვდება დათა.. წვერები აქვს, გვიან ამოუვიდა და თითქოს უხარია დათას , დადის გაუპარსავი და სხვა თვალით რომ შეხედო ცოტა ჰიფსტერულადაც..

ბავშვობაში, სკოლიდან რომ გამოვდიოდით, გვაშინებდნენ შგხვდებათო დათა.. ის მაშინაც პატარა ბიჭი იყო, ისეთივე მოთხუპნული.. თუმცა მაშინ ტანსაცმელს არ იცვამდა დათა.. თუ მაშინ პატარა ქალაქში ნახევრად შიშველ გვერდულად მოსიარულე ტიპს დაინახავდით სწორედ ეგ იყო დათა..

ბავშვები გაურბოდნენ

დიდები ეჩხუბებოდნენ

ახლგაზრდები დასცინოდნენ

დედა კი სულ ეძებდა დათას..

ჩემი დათუნიკა არსად გინახავთ? - ქუჩა-ქუჩა კითხულობდა ნონა, რომელზეც პატარა ქალაქში „სუნელიაო“ ამბობდნენ.. და ნონას კიდევ სულ თან დასდევდა ცალცალკალოშიანი ოცე, რომელსაც სინამვილეში ერქვა ელეონორა. მაგრამ მას შემდეგ რაც პატარა ქალაქმა გადაწყვიტა ბოზიაო ელეონორა და ოცზე მეტი შვილი ყავს გაჩენილი, ვეღრაც ითვლისო, შარქვეს ოცე..

ხოდა სინამდვილეში ცხოვრბდნენ ნონა, ოცე და დათა ბედნიერად..

არაფერი აღელვებდა დათას.. ადამიანების ნახვა უნდოდა.. ლუდის დალევა უნდოდა. სიგარეტის მოწევა უნდოდა.. ბიჭებზე ხელს ჩამორთმევა უნდოდა.. ქუჩაში უდარდელად სიარული უნდოდა.. დედამისის კუდში დევნა არ უნდოდა და არც სახლში წასვლა უნდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს „ის“ არ უნდოდათ..

მერე დრო გავიდა.. მე სკოლიდან აღარ გამოვდიოდი .. მაგრამ უნივერსიტეტიდან როცა ჩავედი, ოცე აღარ დამხვდა ერთ დღესაც პატარა ქალქში.. ძალიან განუცდია ოცეს გარდაცვალება ნონას, აი დათაც კი ტიროდაო ამბობენ მეზობლები..

მაგრამ დღესაც ისევ ისეთი ლაღია დათა.. ისევ ისეთია ზუსტად, თითქოს არც გაზრდილა.. ახლა აღარ მეშინია და პირველად ვაკვირდები დათას.. პირველად ვართმევ ხელს, პირველად ვუსხამ ლუდს, პირველად ვხედავ რომ აცვია ტანსაცმელი, დასვრილი, მაგრამ მაინც ტანსაცმელი.. და პირველად ვხვდები რომ ლაპრაკი არ იცის დათამ.. ძლივს ლუღლუღებს რამდენიმე სიტყვას და ხელის მოძრაობით განიშნებს რაც სურს.. ახლა ძველებურად აღარ დასდევს ნონა.. ახლა სახლში აღარ მიჰყავთ დანახვისთნავე, მაგრამ

ბავშვები ახლაც გაურბიან დათას

დიდები ახლაც ეჩხუბებიან დათას

ახალგაზრდები ახლაც დასცინიან დათას

დათა კი დადის ბირჟებზე, კონცერტებზე, აქციებზე, სხვადასხვა თავყრილობებზე.. სცენაზეც ადის დათა.. მიკროფონთანაც მიდის.. უხარია დათას.. არავისი არ შურს.. არც არავინ სძულს.. არც არავის ემტერება.. არც არჩევნები აინტერსებს .. არც მისი შედეგები.. არც გამგებლები აინტერესებს და არც მათი მოადგილეები.. არ მანქანის სერიები და არც საუკეთესო ადგილები პატარა ქალაქის თეატრში..

არ ჩხუბობს დათა. . არც არავისი ეშინია და არც თავად ცდილობს ვინმეს შეშინებას.. არ აინტერესებს ბრენდები დათას და არც ბარები და „ლაუნჯები“.. არც აიფონსა და გალაქსის შორის განსხვავება იცის დათამ და მითუმეტეს არც დაჩეკინება.. facebook-იც არ აქვს დათას, მაგრამ არც სჭირდება, მაინც ყველა იცნობს დათას და მაინც ყველას იცნობს დათა..

არც ევროპა იცის და არც აზია დათამ.. არც მაკდონალდსის ჩიზბურგერის გემოზე აქვს წამოდგენა და არც ევროპისკენ სწრაფვის გამო მოღებულ „კანონზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“.. არც დედაქალაქი უნახავს არსდროს და მითუმეტეს არც ევრპული ქალაქები, სადაც ქაღალდს მხოლოდ არჩევნების დღე არ აგდებენ „ურნაში“..

და იმ დღეს, კონცერტზე, მე ვნახე დათამ როგორ ჩაყარა ერთ ცელოფანში პლასმასის ბოთლები, მზესუმზირის და სნიკერსის ქაღალდები, პოლიეთილენის პარკები და როგორ მიტანა ნაგვის ბუნკერთან, სადაც იდგა მერომელიღაცე „პატარა ქალაქელი“, ბედნიერი გამომეტყველებით უსმენდა კონცერტს, ეწეოდა სიგარეტს და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ „ბიჩოკიც“ იქვე უნდა მიეგდო, სადაც სიგარეტის მთელი შეფუთვა..

ხოდა, დღემდე ვერ გამიგია საიდან მოიფიქრა დათამ ბოთლების შეგროვება და ბუნკერში ჩაგდება..

(ალბათ მის გიჟურ ფერად ცხოვრებას უფრო აბინძურებს პოლიეთილენი ვიდრე ჩვენს ინტელიგენტურად შავ არსებობას)

მგონი ჩემზე ევროპელია დათა!

მგონი მას მაკდონალდშიც უნდა უშვებდნენ, ნატოშიც და ევოკავშირშიც..

მგონი ხელი უნა ჩამოვართათ დათას!!

არადა ამბობენ გიჟიაო დათა!!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG